ჩეთბოტი ბიზნესისთვის - თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალ პროდუქტს ქმნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:56, 19 Mar, 2018     1807

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესებს ინოვაციურ პროდუქტს- “ჩეთბოტი ბიზნესისთვის” სთავაზობს და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, Facebook მესენჯერში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, რომლის საშუალებით სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას სასურველი პროდუქტის, კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათების შესახებ და ჩეთშივე შეძლებენ სასურველი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლებს ბოტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის გაზიარება შეუძლიათ მეგობრებისთვის, ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.

ჩეთბოტი ბიზნესებისთვის აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

1. ელექტრონული კომერცია - ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად. ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.

2. ლოკაციის და სამუშაო საათების დადგენა - ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.

3. საძიებო სისტემა მეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.

მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

ჩეთბოტის ფუნქციები ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, შედეგად კომპანიის გაყიდვები, ცნობადობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გაიზრდება. მომხმარებლები კი სასურველი პროდუქტის შეძენას მარტივად, რამდენიმე წამში შეძლებენ.

ჩეთბოტის ბეტა ვერსია ბიზნესკლიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა პროდუქტის განვითარებისთვის მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და მას უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება.

„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ვებგვერდზე:www.businessbot.ge . რის შემდეგაც მათ თიბისი ბანკის წარმომადეგენელი მათ ჩეთბოტის გააქტიურებაში დაეხმარება. (იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ფლობს ანგარიშს თიბისი ბანკში, პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა).

ჩეთბოტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.businessbot.ge .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42