65 წლის ვლადიმირ პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია .
ადამიანი, რომელიც დღეის ჩათვლით უკვე მე-18-ე წელია მართავს ქვეყანას, ქვეყნის სათავეში მინიმუმ კიდევ 6 წელი დარჩება.
რუსული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უბანზე მომხდარი გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელების საშუალებითაც ვრცელდება.
რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალეკსეი ნავალნის თქმით, რეალურად საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა და საარჩევნო უბნებზე ხალხი ძალით მიიყვანეს.
“ხალხი ავტობუსებით მიიყვანეს უბნებზე. რუსეთის ისტორიაში პირველად აქტივობა ყველაზე მაღალი დილით იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა დილის 8 საათზე მივიდა უბანზე. შეუძლებელია, ეს ვინმემ ნორმალურად ჩათვალოს. აშაკარაა, რომ ხალხი ძალით მიიყვანეს. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოვახერხეთ დიდი რაოდენობით ხალხის გაერთიანება, რომლებსაც სინდისი გააჩნიათ, მათ არ მიიღეს მონაწილეობა ამაზრზენ თამაშში და ამით გამოხატეს საკუთარი სწორი, პოლიტიკური პოზიცია“ - განაცხადა ნავალნიმ.
რუსეთის ფედერაციის „ცესკო“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობას უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






