კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - NASA-ს სენსაციური კვლევა
ეს საინტერესოა - 00:02, 19 Mar, 2018     3372

ნასას ფოტოზე: მარცხნივ მარკ კელია, მარჯვნივ კი სკოტ კელი, რომელმაც კოსმოსში თითქმის წელიწადი დაჰყო.

ნასამ ახალი კვლევის სენსაციური შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკელი მარკ და სკოტ კელები ტყუპები არიან, სკოტ კელის გენი, მას შემდეგ რაც ის კოსმოსში ხანგრძლივად მყოფებოდა, აღარ არის მისი ტყუპისცალი ძმის, მარკ კელის იდენტური.

ეს ეხება გენეტიკური ინფორმაციის საკმაოდ დიდ, 7%-ის ცვლილებას, რომელსაც კოსმოსში ყოფნის პერიოდში ჰქონდა ადგილი. მეცნიერები ამ მოვლენის მოლეკულურ დონეზე შესწავლის დასაწყის ეტაპზე არიან, NASA-ს ექსპერტები ვარაუდობენ რომ ზაფხულში უფრო სრულყოფილი შედეგების მიღება იქნება შესაძლებელი. კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია მარსზე პირველი მისიის გაგზავნისთვის უკეთ მოსამზადებლად.

მსგავსი ცვლილებები, ოღონდ გაცილებით მცირე ხნით, ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი ერთგვარ სტრესს იღებს, მაგალითად მაღალ მთაზე ასვლის, ან ღრმა წყალში ყვინთვის დროს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები კოგნიტური მიმართულებით არ დაფიქსირებულა.

კვლევა ტყუპ ძმებზე ერთი წლის წინ დაიწყო. სკოტმა კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი დაჰყო, მარკი კი ამ ხნის მანძილზე დედამიწაზე იმყოფებოდა.

ცვლილებების გამომწვევ მიზეზად მეცნიერები გარემოს უჩვეულო პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციურ რეაქციას თვლიან. გენების აღნიშნულ 7 პროცენტს, მკვლევარებმა პირობითად „კოსმოსის გენები“ შეარქვეს. გენების ეს ჯგუფი ძირითადად იმუნურ სისტემასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, ძვლის ფორმირებასთან და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან არის კავშირში.

ერთერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნება იყო ის, რომ სკოტის ტელომერების სიგრძე კოსმოსში ყოფნის პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. ტელომერების სიგრძე ადამაინის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და მას ბიოლოგიური ასაკის მარკერსაც უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ სკოტის ტელომერების სიგრძე, დედამიწაზე დაბრუნებიდან ორიოდ დღეში ისეც შემცირდა, თუმცა, ვიზუალურად, ორი ტყუპ ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა იმდენად აშკარაა, რომ მისი აღქმა გამოქვეყნებული ფოტოს მეშვეობითაც ძალიან მარტივია.

კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სიუზან ბეილი კოსმოსში ტელომერების გაზრდის მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს. თუმცა, მისი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ეს ინტენსიური ვარჯიშის და კალორიების მიღების შემცირების ხარჯზე მომხდარიყო.

ცნობისათვის, კვლევაში მონაწილოებდნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის, სტენფორდის, კალიფორნიის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და თავად ნასას კოსმოსური ცენტრის ლაბორატორიის მეცნიერები.

წყარო: amerikiskhma.com

უახლეს კვლევაზე სრული ინფორმაცია იხილეთ ნასას ვეგვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42