პოლიციელის მხრიდან მუქარის შემდეგ 14 წლის მოზარდმა თავი მოიწამლა: რა მოხდა აბაშაში?
საზოგადოება - 13:14, 02 Aug, 2013     2932

 

აბაშის რაიონში დედა-შვილი ქირით ცხოვრობს, მათი მეზობელი, ამჟამადაც მოქმედი პოლიციელი კი ირაკლი კუპრავაა, რომელმაც 14 წლის ბიჭს, რომლის სახელსა და გვარსაც ,,ნიუპოსტი" არ ასახელებს, რამდენიმე თვის წინ, ყოველთვიურად 200 ლარის სანაცვლოდ, სხვადასხვა პირებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება შესთავაზა. როგორც დედა ამბობს, ამის შესახებ მან მოგვიანებით გაიგო, როცა ბავშვს ველოსიპედის მოპარვა დააბრალეს და მოზარდმა თავის მოკვლა სცადა.

 

დედა ჰყვება, რომ ბავშვი პოლიციელს იცნობდა და მასთან, როგორც მეზობელთან, ხშირი კონტაქტი ჰქონდა, მოგვიანებით კი მის შვილს პოლიციამ ველოსიპედის მოპარვა დააბრალა და დედის განცხადებით, მათ ეზოში ძველი ველოსიპედი პოლიციამ ,,ჩააგდო". როცა ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, მათ შორის იყო ირაკლი კუპრავაც. დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა კუპრავას უთხრა, რომ იცოდა, რატომაც დააბრალეს ველოსიპედის მოპარვა:

 

,,მეზობლად ცხოვრობდა, მესამე ,,პადიეზდში", მე პირველში ვცხოვრობ. მეზობელი იყო, ამ ბავშვს სთხოვდა, რომ ორას ლარს გადაუხდიდა თვიდან თვემდე და წამალი ჩაედო ვიღაცეებისთვის. ბავშვს ჩემთვის არ უთქვამს, მერე გავიგე, როცა ჩემს შვილს ჩემს თვალწინ ქურდობა დააბრალა. ბავშვი ისე გამწარდა, საშინელ დღეში ჩავარდა, ბღაოდა და წამოაძახა, შენ ასე იმიტომ გამიკეთე, რომ შენს შემოთავაზებას არ დავთანხმდიო და ამის მერე გავიგე. მოქმედი პოლიციელია და მუშაობს ადგილზე, აბაშის რაიონში. ეტყობა გეგმას კარგად ასრულებს,"-აცხადებს ნანა ქ.

 

მისივე თქმით, მუქარა 28 მაისს დაიწყო, როცა პოლიციელი ირაკლი კუპრავა არასრულწლოვანს დაჭერით დაემუქრა, ამის შემდეგ ერთი თვის თავზე კი ბავშვს ველოსიპედის ქურდობა დაბრალდა და საქმეს იძიებენ:

 

,,ირაკლი კუპრავა ბავშვს ასე ეუბნებოდა მე ჩემი ბიძაშვილი ჩავალპე ციხეში 5 წელი და შენ ვინ ხარო... მერე ქურდობა დააბრალა, და მესამე დღეს ნაქურდალი ველოსიპედი ჩამიგდეს ეზოში, სადაც არ ვცხოვრობ. ბავშვმა თავი მოიწამლა... 40 ლარიან ველოსიპედზე მთელი პოლიციის ბანდა იყო მოსული.ზუგდიდიდან ექსპერტები მოიყვანეს. ეს ამბავი მოხდა 28 ივნისს. 28 მაისს შეხლა-შემოხლა იყო ჩემს ბავშვსა და ამ პოლიციელს შორის, ბავშვმა დეტალები არ მითხრა, რომ გავიგე, რაც ხდებოდა, გადავმალე ეს ბავშვი - დავსდევდი, არასად ვუშვებდი, რადგან ემუქრებოდა ციხეში ჩასმით,"-ამბობს არასრულწლოვანის დედა.

 

როგორც ,,ნიუპოსტისთვის" გახდა ცნობილი, ბავშვს პოლიციელი ცემითა და გაუპატიურებითაც ემუქრებოდა, ოჯახი მომხდარის გასაჯაროებას თავს ამ დრომდე არიდებდა. დედას დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ამბობს, რომ ინფორმაცია, რაც პოლიციელის მხრიდან ძალადობის მუქარის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს შეესაბამება.

 

მომხდართან დაკავშირებით აბაშის პოლიციის განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42