განაცხადიდან არ ჩანს თუ რა ვაკანსიის დაკავებას ცდლობდა სტივ ჯობსი, როდესაც ეს განცხადება დაწერა თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ შემდეგ წელს მან მუშაობა თამაშების ფირმა Atari-ში დაიწყო.
თავის უნარ ჩვევებში ჯობსმა მიუთითა, რომ კომპიუტერის და კალკულატორის გამოყენება შეეძლო.
როგორც ჯობსის განაცხადიდან ხდება ცნობილი, ის თავისთავს ელექტრონულ ტექნოლოგიებში ხედავდა.
კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი, Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ პოლ ჯობსი 1955 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. სტივ ჯობსის ბიოლოგიური მამა სირიელი მიგრანტი იყო, რომელიც აშშ-ში 1950-იან წლებში გადაბარგდა. 1955 წელს ბავშვი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს.
2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
მასალის გამოყენების პირობები






