დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გამოძევებას ელოდებოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი ცნობით, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება ნაციონალური საბჭოს სხდომა, სადაც მოხდება რუსეთის ქმედებებზე საპასუხო ზომების შემუშავება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი ამჟამინდელი პრიორიტეტი რუსეთში მყოფი დიპლომატების უსაფრთხოების დაცვა და მათი სამშობლოში დაბრუნებაა.საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთის რეაქცია არ ცვლის ფაქტებს - ბრიტანეთის ტერიტორიაზე ორ მოქალაქეზე თავდასხმას და ამასთან, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტს ვერ მოეძებნა სხვა ალტერნტიული ახსნა, გარდა მის ორგანიზებაში რუსეთის სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობისა. სწორედ რუსეთია მიჩნეული ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დამრღვევ ქვეყანად.
ამასთან, დიდი ბრიტანეთს არანაირი უთანხმოება და პრეტენზიები არ აქვს რუს ხალხთან და თვლის, რომ მოსკოვთან დიალოგის რეჟიმის სრული მოშლა არ შედის ქვეყნის ინტერესებში.
მასალის გამოყენების პირობები






