ასევე რუსეთმა უკან წაიღო თანხმობა სანკტ პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით და მუშაობა შეუჩერა რუსეთში მოქმედ „ბრიტანეთის საბჭოს“
„ბრიტანული მხარე გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ თუ შემდგომშიც გაგრძელდება რუსეთის მიმართ არამეგობრული ხასიათის ქმედებები, რუსეთის მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს სხვა საპასუხო ზომებიც.“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
14 მარტს დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიიდან გააძევებს 23 რუს დიპლომატს. აღნიშნული ფაქტი ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობას უკავშირდება. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს. 16 მარტს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანეთის მიმართ საპასუხო ზომების მიღების შესახებ გააკეთა განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები






