უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, გარდა დიპლომატებისა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა:
„უკრაინის შსს იტყობინება, რომ კვირას, 2018 წლის 18 მარტს, რუსეთის დიპლომატიური დაწესებულებების (კიევში, ხარკოვში, ოდესაში და ლვოვში) დაცვის რეჟიმი, არ ითვალისწინებს ამ ობიექტებზე რუსეთის მოქალაქეების დაშვებას არჩევნებში მონაწილოების მიზნით. ამ დაწესებულებებზე დაშვება ექნებათ მხოლოდ დიპლომარტიური სტატუსის მქონე პირებს, ამ დღეს დიპლომტიური მისიების ტერიტორიაზე სხვა პირები და რუსეთის მოქალაქეები არ დაიშვებიან.“- დაწერა ავაკოვმა.
არსენ ავაკოვის თქმი, ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ქმედების საპასუხოდ მიიღეს
ამასთანავე კიევში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობის პიკეტირებას აპირებენ უკრაინელი ნაციონალისტები, აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ „ნაციონალური კორპუსი“ , „თავისუფლება“ და „მემარჯვენე სექტორი“
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობს.
მასალის გამოყენების პირობები






