დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება, დიდი ალბათობით პუტინმა გასცა - ბორის ჯონსონი
მსოფლიო - 16:33, 16 Mar, 2018     2386
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება, "დიდი ალბათობით" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ჯოსნომა განაცხადა , რომ ნათელია, რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტის გამოყენების უკან რუსეთი დგას. სკრიპალზე თავდასხმის ბრძანება კი "დიდი ალბათობით" პუტინმა გასცა.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის დასატოვებლად მათ პრემიერმა ერთი კვირა მისცა. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.

რაც შეეხება რუსეთის პასუხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტროს სერგეი ლავროვის თქმით, ლონდონის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ, თანაც "მალე." მისივე თქმით, საპასუხო ქმედებები ამით არ შემოიფარგლება და ამის შესახებ უახლოეს მომავალაში ბრიტანელებს აცნობებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42