"ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ" - სააკაშვილი
მსოფლიო - 12:52, 16 Mar, 2018     5680

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში, ყოფილი რუსი ორმაგიბ აგენტის სერგეი სკრიპალის მოწმვლისა და პუტინის შესახებ ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ის ერთადერთი ადამინია, რომელიც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალია.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე სერგეი სკრიპალზე თავდასხმა არ განხორციელდებოდა და დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებისკენ მოუწოდებს.

„მას მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. მიაჩნია, რომ მსოფლიო ძალიან ცინიკური ადგილია , სადაც ყველას ყიდვა შეიძლება და მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან ის ყოველთვის ხელისუფლებაშია.

ყველა დასავლელი ლიდერი იცვლება: ისინი მოდიან და მიდიან, ყველაფერი არჩევნებით ხდება. ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნა კი ძალიან ხანგრძლივია. ის ყოველთვის ხელისუფლეაშია და შეუძლია გრძელვადიანი გეგმები ჰქონდეს. მას შეუძლია მანიპულირება, მან ისწავლა , ხრიკები, როგორ მოექცეს დემოკრატიულ სისტემებს“ - ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის ფაქტი, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თავის დროს, ლიტვინენკოს საქმეზე სათანადო რეაქცია არ ყოფილა.

„ფიქრობ, რუსეთს რატომღაც ეგონა, რომ დიდ ბრიტანეთს უფრო რბილი რეაქცია ექნებოდა, ვიდრე აშშ-ს. ვერ წარმომიდგენია, რომ მან იგივე გააკეთოს ტრამპის ამერიკაში, რადგან ამან შესაძლოა ტრამპის არაპროგნოზირებადი რეაქცია გამოიწვიოს. თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს.

„ის არის ადამიანი, რომელიც შემპირდა, რომ ჩემი სხეულის კონკრეტული ნაწილით დამკიდებდა. მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკლა პუტინმა მოახერხა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. ასე რომ, მე უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს“ - განაცხადა საკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42