Connect-aviation - ,,#connect2018 თბილისი წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო“
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:57, 16 Mar, 2018     1666

,,დიდი მადლობა თბილისო-" ასეთი სათაურით ეხმაურება connect-aviation საკუთარ გვერდზე 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს, რომელსაც წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა.

,,თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“-, განცხადებას სკანდინავიის ავიახაზების ქსელური მენეჯერი გონსალო პერნასი აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ღონისძება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

სტატიაში, სადაც ძირითადად 3 დღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი, ნათქვამია, თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო. ,,გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებსა და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბნენ 500-ე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. 3 დღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის ბრიფინგებმა დელეგატებს შორის, ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გასაოცარმა სტუმართმოყვარეობამ კი დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია,-‘’ ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42