„შევხედავთ, როგორ უპასუხებს რუსეთი ჩვენს ქმედებებს. ის, რაც რუსეთმა სოლსბერიში ჩაიდინა, აბსოლუტურად სასტიკი და აღმაშფოთებელია. ჩვენ მასზე რეაგირება მოვახდინეთ.
გულწრფელად გითხრათ, რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს“ - განაცხადა უილიამსონმა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის დასატოვებლად მათ პრემიერმა ერთი კვირა მისცა. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.
, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
მასალის გამოყენების პირობები






