მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
მსოფლიო - 16:39, 15 Mar, 2018     2128

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინის სახელისუფლო ორგანოების წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელში საუბარია 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავებისა და პოლონეთში უკანომო რეადმისიის დროს, მის მიმართ ადამიანის უფლებების კუთხით ჩადენილ დარღვევებსა და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევის თაობაზე.

სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ასევე აცხადებს, რომ გასაჩივრებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის რამდენიმე უკანონო დაკავება, რომელიც 2017 წლის დეკემბრის შემდეგ განხორციელდა.

"გარდა ამისა, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, გამოიყენა რა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა, ცდილობდა საზოგადოებაში შეექმნა უარყოფითი განწყობა ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამასთან, ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად სააკაშვილს ფაქტიურად წაართვა უკრაინის სასამართლოებში საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება," - აცხადებს ჩერნოლუცკი.

მან ასევე დასძინა, რომ სტრასბურგში წარდგენილ სარჩელში შეტანილია სხვა გარემოებებიც, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მათ განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42