პრემიერის განცხადება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება მიიღო
პოზიცია - 15:50, 15 Mar, 2018     2377
პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ. პოლიტიკური პარტიების შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა.

12 ოპოზიციური პარტია მოითხოვს, შეიქმნას პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში.

გარდა ამისა, პარტიები ითხოვენ პრემიერის პარლამენტში მისვლას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე გამართულ დებატებში მონაწილეობის მიღებას.

„ხელმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის 11 მარტის განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ეს განცხადება არის ქართული ოცნების და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება.

სხვა სახიფათო გზავნილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში მზაობას აცხადებს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებათან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია. ეს გზავნილი ასევე ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს. ეს განცხადება ხელს უხსნის რუსეთის ფედერაციას მოახდინოს ამ საერთაშორისო კონსენსუსის რევიზია.

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების რიტორიკა ეხმარება რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ საქართველოსა დანაწევრების ლეგიტიმაციის მიზნით, კვლავ მოირგოს მედიატორის მანტია, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს დეოკუპაციის პერსპექტივას და შეამცირებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შანსებს.

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვნად მომძლავრდა რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივებასთან ერთად, მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ფაქტების რევიზიას და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციას 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან.

მივმართავთ ხელისუფლებას:

• პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში;

• მარტის თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დე-ოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად;

• დროულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ;

• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“ -ნათქვამია პრო-დასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებაში რომელსაც 12 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს:

ახალი მემარჯვენეები

ახალი საქართველო

ევროპული დემოკრატები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

პარტია თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42