ლონდონის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს
მსოფლიო - 14:03, 15 Mar, 2018     3801

დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ფორუმზე - "რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა."

კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ბრიტანელი დიპლომატები გააძევის, ლავროვმა უპასუხა - "აუცილებლად."

ვადებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ეს „მალე“ მოხდება.

მისივე თქმით, საპასუხო ქმედებები ამით არ შემოიფარგლება და ამის შესახებ უახლოეს მომავალაში ბრიტანელებს აცნობებენ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები.

"ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.

ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42