ის ეჭვმიტანილია სამთავრობო კვარტალში ტერაქტის და ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე თავდასხმების მომზადებაში.
თავად რუბანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის მხოლოდ ავტომობილის მძღოლის ფუნქციას ასრულებდა და იარაღის შესახებ, რომელიც ავტომობილში იყო არაფერი იცოდა, ასევე ის უარყოფს იმას, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებზე თავდასხმას ამზადებდა.
რუბანის საქმეში ფიგურირებს ნადეჟდა სავჩენკოს თანაშემწე ოლეგ მეზემცევი. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილია რადას დეპუტატი და უკრაინის ეროვნული გმირი ნადეჟდა სავჩენკოც. ამის შესახებ ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა, შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა:
„მე ვფიქრობ, გენერალურ პროკურატურას საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ბრალი წაუყენოს იგივე სავჩენკოსაც. ის ეჭვმიტანილია, როგორც თანამონაწილე გადატრიალების მომზადება-ორგანიზებაში.“- განაცხადა გერაშენკომ.
გერაშენკოს თქმით, სავჩენკო გასულ წელს სამხედრო ნაწილებში დადიოდა და დაკავებული იყო აგიტაციით და ძირგამომთხრელი საქმიანობით.
დეპუტატის თქმით, რუსულმა მედიამ „რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად დაამუშავა ქალბატონი სავჩენკო, როდესაც ის რუსეთის ციხეში იჯდა.“
გერაშენკომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსი მოსამართლეები უკრაინელი პოლიტპატიმრების სხვა არცერ სასამართლო პროცესზე არ იძლეოდნენ საშუალებას პირდაპირი ეთერი ყოფილიყო, ჩაეცვათ მაისური სახელმწიფო გერბით, ან უკრაინის ჰიმნი ემღერათ:
„მხოლოდ სავჩენკოს პროცესზე მისცეს ყველა მედიას დასწრების უფლება: დასავლურს, უკრაინულს.. და მისგან შექმნეს ინფორმაციული ბომბი, დაამუშავეს და ჩვენს საინფორმაციო სივრცეში შემოაგდეს.“- განაცხადა გერაშენკომ.
გერაშენკო არ გამორიცხავს, რომ თუ სავჩენკოსთან დაკავშირებით ბრალდებები დადასტურდება, მას შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტმა „ეროვნული გმირის“ წოდება ჩამოართვას.
შეგახსენებთ, რუბანის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების სამსახურმა რადას დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარა. სავჩენკოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შესაძლებლობაზე განცხადება გააკეთა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც.
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში გუშინ დაბრუნდა, დღეს კი უკრაინის უშიშროებიოს სამსახურში დაკითხვაზე წავიდა, მანამდე დეპუტატმა ბრიფინგი გამართა, რომელზც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე დეტალურად არ უსაუბრია. ბრიფინგზე სავჩენკომ ხელისუფლების მისამართით არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა და უკრაინის ხელისუფლება ყირიმის ჩაბარებაში და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ამხილა.
მასალის გამოყენების პირობები






