„აშშ სოლიდარობას უცხადებს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს. ჩვენ ვიზიარებთ დიდი ბრიტანეთის მოსაზრებას, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე უგუნურ თავდასხმაზე და მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.
რუსეთის ბოლო ქმედება შეესაბამება იმ ქცევის ნიმუშს, რომლითაც რუსეთი უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს, ძირს უთხრის სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ცდილობდ, დასავლური დემოკრატული ინსტიტუტებისა და პროცესების განადგურებასა და დისკრედიტაციას“ - აცხადებს თეთრი სახლი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სურს მსგავსი ვერაგული თავდასხმა აღარ განმეორდესდა აღნიშავს, რომ ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება, "მხოლოდ პასუხია" ამ ყველაფერზე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები.
"ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.
ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.
შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
მასალის გამოყენების პირობები






