"Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი,რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობისკენ"- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:17, 15 Mar, 2018     1573
„Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check-in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, პროექტში ჩართული კერძო კომპანიების მიერ.

„ასეთ ღონისძიებებში ჩადებული ყოველი ლარი, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ხმარდება. ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავალი და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიაში დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური შაბათ-კვირა ჩატარდება, მათ შორის, ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი.

გარდა ამისა, ანაკლიაში კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება.

ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას.

„გვინდა, რომ ფესტივალი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება ანაკლიის მიმართულებით, იყოს მდგრადი და შესაბამისად, მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს, როგორც წარმატებული და საქართველოს წარმომჩენი ფესტივალი. რაც მთავარია, მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიისა და ახლომდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური, შუა კვირას დავტვირთავთ ძალიან ბევრი ღონისძიებით, რათა ბევრი ახალგაზრდა ჩავიყვანოთ და ანაკლიაში ტურისტული ცხოვრება მაქსიმალურად დატვირთული იყოს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Check-in Georgia-ს ფარგლებში წელს 300-მდე ღონისძიება ჩატარდება. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42