დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზე ზრუნვას იწყებს
მსოფლიო - 10:42, 15 Mar, 2018     2898
დიდ ბრიტანეთში ჯაშუშუშის მოწამვლის სკანდალი ენერგეტიკულ სფეროსაც შეეხო.


ბრიტანეთის პრემიერი-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილ რუს ორმაგ აგენტზე ქიმიური თავდასხმის საპასუხოს, ქვეყნიდან გააძევენებენ რუს დიპლომატებს, რომლებიც სავარაუდოდ რუსული დაზვერვისთვის მუშაობენ - ეს არის ყველზე დიდი გაძევება ცივი ომის შემდეგ. ასევე გაიყინება რუსული აქტივები და ბოლოს, დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზე ზრუნვას იწყებს.

ტერეზა მეის თქმით, რუსეთი საკუთარი ენერგეტიკული რესურსით მანიპულირებს ქვეყნებზე, რომლებსაც ამარაგებს და ეს უნდა დასრულდეს.

დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვეტა.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის დასატივებლად მათ პრემიერმა ერთი კვირა მისცა. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები.

"ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42