„ინციდენტთან კავშირი არ გვაქვს“ - რუსეთის ელჩი გაეროში, დიდი ბრიტანეთისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს
მსოფლიო - 10:23, 15 Mar, 2018     1781

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობა გახლდათ. რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში ვასილი ნებეზნიამ განაცხადა, რიმ დიდ ბრიტანეთში მომხდარი რუსეთთან კავშირში არ არის:

„ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის კვალის არსებობის მტკიცებულებების წარდგენას. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი კავშირშია სოლსბერიში ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებასთან და 24 საათიანი ვადა მოგვცა იმისათვის, რომ დავადასტუროთ ამ დანაშაულის ჩადენა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ულტიმატუმების ენით და არ დავუშვებთ ჩვენს მიმართ მსგავსი ტონით საუბარს, მაგრამ ჩვენ ზრდილობიანები ვართ და საგარეო უწყებას უკვე გავუგზავნე შეტყობინება იმის შესახებ,რ ომ ამ ინციდენტთან კავშირი არ გვაქვს“, - განაცხადა ვასილი ნებეზნიამ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები.

"ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42