დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითერზე რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვიდეოში რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესია წლების მიხედვით არის წარმოდგენილი. ვიდეორგოლში საქართველო რუსული აგრესიის ჩამონათვალშია.
„რუსეთი ამჟღავნებს ღია და აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ - ნათვამია ვიდეოში.
საწყის წერტილად აღებულია 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაა აღებული. შემდეგ მოსდევს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა, შემდეგ კი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები."ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.
ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.
შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
მასალის გამოყენების პირობები






