„საქართველოს კაპიტალი“ მომდევნო წლების განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:07, 14 Mar, 2018     1392
BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“, სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო თანხებს შორის, არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა. „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში განხორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდულ ინვესტიციას განახორციელებს - საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის განვითარებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი დეველოპერული კომპანია “m2”-ი ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორის იქნება, როგორც 3 ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროები. სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილია რამდენიმე ე.წ უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად, იქნება უბნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც: ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე ფართი.

ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განსავითარებლად. გაიზრდება და გაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ შვილობილი კომპანიების ჩართულობით (GGU), ინვესტიციებს განახორციელებს: განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ახალი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში, სადაც ჯამში 119 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება. ინვესტიციები განხორციელდება, კომუნალური ბიზნესის რეაბილიტაციის მიზნითაც, ინვესტიციების შედეგად მოხდება - გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, კომუნალური მიმართულებით, განახლდება და განვითარდება ინფრასტრუქტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42