საკუთარი პიროვნების შეცვლილი აღქმა

დამნაშავეების უმრავლესობის ფსიქო-ემოციური პორტრეტი შეიცავს ერთ საერთო დეტალს - ეს არის აღქმებში მაქსიმალიზმის ან მინიმალიზმის მკვეთრი გამოხატულება, მათ შორის საკუთარი თავის აღქმაშიც.
ადამიანმა შეიძლება საკუთარი მნიშვნელობა გადაჭარბებულად აღიქვას და თავისი თავი გააღმერთოს, ან პირიქით საზოგადოებაში თავისი როლი ძალიან შეამციროს. ერთ-ერთი დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა სკოლას თავის დღიურში წერდა „მე -ღმერთი“
რაში გამოიხატება:
მანიაკალური სურვილი გამოხატოს რასობრივი, გენდერული, სოციალური თუ სხვა უპირატესობები სხვების მიმართ.
გაუცნობიერებელი დამცირება საკუთარი მნიშვნელობისა სამყაროსთვის, ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის.
განსხვავებული თვალსაზრისის კატეგორიული მიუღებლობა.
სახიფათო გართობებისადმი მიდრეკილება
რა თქმა უნდა, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით დაინტერესება პირდაპირ არ მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი პოტენციური დამნაშავეა. ლეგალური ნადირობა, იარაღის კოლექციონერობა, ან კომპიუტერული საბრძოლო თამაშების სიყვარული - ეს მხოლოდ გართობაა. აქ აუცილებელია დაინახო და გაიგო ის ზღვარი, რომელიც ჰყოფს ჰობის და საფრთხეებისადმი მანიაკალურ დამოკიდებულებას.
თუ ადამიანი აღფრთოვანებულია მანიაკებით და დამნაშავეებით, ეთანხმება და პატივს სცემს რადიკალურ იდეებს და მიზნებს, ღიად გამოხატავს ექსტრემიზმს, მაშინ ეს წარმოადგენს წონად მიზეზს, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
თანაგრძნობის უქონლობა
როგორც წესი თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ადამიანი, თავისთავში თანაგრძნობის აღმოფხვრას ცდილობს. ასეთი ადამიანები ძალიან კარგად ტყუიან და მიდრეკილები არიან ძალადობისკენ, სიამოვნებას კი სხვების წამებასა და დამცირებისგან იღებენ,.
თანამედროვე სამყაროში ემოციების და თვალსაზრისის გამოხატვისთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა გამოიყენება - სოციალური ქსელი.
18+ -ის კატეგორიის ვიდეოები სისასტიკის და ძალადობის სცენებით, აგრესიული მოწოდებები და ლოზუნგები, რადიკალური დაჯგუფებების წევრობა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვან დეტალებს წარმოადგენს იმისთვის, რომ გარშემომყოფებში განგაშის შეგრძნება გამოიწვიოს. იმის ნახვით, თუ რა აინტერესებს ადამიანს ინტერნეტში, ნაწილობრივ შესაძლებელია იმის დადგენა, რაზეა ის ყველაზე მეტად კონცენტრირებული ამ ეტაპზე.
რაში გამოიხატება:
ჩადენილი ქმედებებისთვის გულწრფელი მონანიების გრძნობის არქონა.
ადამიანი არ გამოხატავს შეშფოთებას, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო.
ადამიანი არ ზრუნავს საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.
იყენებს ხალხის ეფექტური მანიპულირების უნარს იმისთვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.
აშკარა ფსიქიკური დარღვევები 
ამ შემთხვევაში საქმე ეხება არაადეკვატურ ქცევებს, რომლებიც დადგენილი ნორმებისგან განსხვავდება. ეს შეიძლება იყოს აგრესიის მკვეთრი გამოხატულება ან სიძულვილი სხვა ადამიანების, ან ცხოველების მიმართ. გუნება-განწყობის უმიზეზო ცვლილება. განმარტოების და სხვებისგან გამოყოფის მცდელობები.
სინამდვილეში სიმპტომები ძალიან ბევრია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც თავის პრობლემას აცნობიერებენ, მათი საკმაოდ კარგად დამალვაც შეუძლიათ. ბოლობოლო კრიმინალურ პრაქტიკაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე სასტიკი მანიაკები შინაურ გარემოში საკმაოდ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.
რაში გამოიხატება:
ფსიქიკური მოქმედებებისა და ქცევითი რეაქციების დარღვევა.
დაუსაბუთებელი აგრესია და გუნება-განწყობის მკვეთრი გაუარესება.
ქცევები, რომლებიც არსებულ მორალურ და კულტურულ-ზნეობრივი ნორმების ფარგლებს სცილდება.
ადამიანი შეიძლება თავს გრძნობდეს უმიზეზოდ ბედნიერად ან უბედურად, მიმდინარე მოვლენების შეუსაბამოდ.
რეალობის ბუნდოვანი ცოდნა და საკუთარი მდგომარეობის არაადეკვატური აღქმა.
გარე სამყაროსთან კონტაქტის პრობლემები
გარე სამყაროსგან გამოყოფის სურვილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. ამას შეიძლება ხელი შეუწყოს ხანგრძლივმა ავადმყოფობამ, ფსიქიკურმა აშლილობამ, ხანგრძლივმა შვებულებამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გადაჭარბებულმა გამოყენებამ.
მოზარდების, სკოლის მოსწავლეების თუ სტუდენტების დესოციალიზაცია ყველაზე ხშირად ბულინგის გამო ხდება. ბავშვები და მოზარდები, როგორც წესი, ცდილობენ მათ მიმართ გამოვლენილი აგრესია სხვებისგან დამალონ. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი ახლობელი, ბავშვი ან მოზრდილი განიცდის ზეწოლას, არავითარ შემთხვევაში ეს ყურადღების მიღმა არ დატოვოთ.
დეპრესია
საქმე ეხება ნამდვილ დეპრესიას და არა სტრესს ან მორიგ წარუმატებლობის განცდას, ძალიან მნიშვნელოვანია განასხვავოთ ეს ცნებები, რადგან დეპრესია წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობის ფორმას, მაშინ როდესაც სტრესი და წარუმატებლობის გამო უხასიათობა ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი მოვლენებია.
სპეციალისტები ამ დაავადების რამდენიმე ტიპს განასხვავებენ, თუმცა ყველა მათგანს რამდენიმე საერთო ნიშანი აქვთ
რაში გამოიხატება:
აპათია და მოთენთილობა, გულგრილობა, ემოციების და სურვილების ნაკლებობა.
ძილის დარღვევები, შფოთვა, შიშის შეგრძნება, კონცენტრაციის დაკარგვა.
დაბალი თვითშეფასება, საზოგადოებისგან დამალვის სურვილი.
აზრები სიკვდილის შესახებ, სუიციდის მცდელობა, ცხოვრების ნეგატიურ მომენტებზე ყურადღების გამახვილება.
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ჭამაზე უარის თქმა ან ზედმეტი ჭამა, გარეგნობაზე ზრუნვის სურვილის დაკარგვა.
დასარულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ აღწერილი მახასიათებლები შეიძლება მიეწერებოდეს პოტენციურ დამნაშავეს, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“, ამ მახასიათებლებმა მთლიანობაში უნდა გაგიჩინოთ ეჭვი და არა ცალცალკე, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ზოგჯერ მარტო ყოფნის სურვილი, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ცუდი განწყობა ან ჩავარდნები. აქედან გამომდინარე , სანამ რაიმე დასკვნებს გააკეთებთ, საჭიროა ადამიანის ქცევის ყველა კომპონენტის ანალიზი, რადგან ჩვენი ქმედებების უმრავლესობა დამოკიდებულია სიტუაციის კონტექსტზე. გახსოვდეთ, ტრაგიკული მოვლენების უმრავლესობა შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო, თუ ადამიანს დროულად გაუწევდნენ საჭირო დახმარებას,
მასალის გამოყენების პირობები






