მოსკოვს ულტიმატუმის ვადა ამოეწურა - დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დღეს დაუწესებს
მსოფლიო - 14:32, 14 Mar, 2018     4813
რუსეთს ტერეზა მეის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოეწურა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს გამოაცხადებს იმ ზომების შესახებ, რომელსაც რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე მოსკოვის წინააღმდეგ გაატარებს.

ბრიტანეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა სამშაბათამდე იმის ასახსნელად, თუ რატომ იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ გამოგონებული სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის მოსაწამვლად ინგლისის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში.
დიდი ბრიტანეთის პერემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა დ მისი ქალიშვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას, რადგან ისინი იმ ნერვული აგენტით მოწამლეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.
„თუ არ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, დავასკვნით, რომ ეს რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის არაკანონიერი გამოყენება იყო“ - განაცხადა მეიმ.
პრემიერის თქმით, მამა-შვილის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა „ახალი თაობის ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება“ სახელწოდებით „ნოვიჩოკი.“
შეგახსენებთ, ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.

ისინი ერთ-ერთი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

ნერვული აგენტი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი, შლის ნერვულ და სუნთქვით ისტემას და სხეულის მუშაობის ფუნქციებს.

ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება , ძირითადაც პირის ღრუსა და ცხვირიდან აღწევს ორგანიზში, შესაძლებელია თვალიდან და ასევე კანიდანაც მოხვდეს. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

პოლოვნიკი სკრიპალი , რომელიც ყოფილი რუსი ოფიცერია, 10 წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების დროს ის ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვას აწვდიდა.

ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის , 2006 წელს რუსეთმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიენიჭა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის“ დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42