ძუძუს კიბოს გენეტიკური რისკის ტესტის აღება უკვე სახლშიც შეიძლება
ეს საინტერესოა - 14:18, 14 Mar, 2018     2027

ამერიკელებს ამიერიდან ეძლევათ საშუალება, უშუალოდ შეამოწმონ კიბოს ზოგ სახეობაზე გენეტიკური განწყობის არსებობა. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 6 მარტს დაამტკიცა კომპანიის “23-ენდ-მი” ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა ძუძუს და რამდენიმე სხვა სახის კიბოს გენეტიკური რისკის ანალიზი სახლის პირობებში ჩატარდეს.

ტესტი ამერიკის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდება და ის საავადმყოფოს, ან ამბულატორიულ პირობებში ჩატარებულ ანალიზთან შედარებით, გაცილებით იაფი დაჯდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიბოს გენეტიკური რისკის ტესტის აღება და პასუხის მიღება ადამიანებს ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითონვე შეეძლებათ.

პროცედურა ძალიან მარტივია. ქალი ყიდულობს აფთიაქში ტესტს, თვითონ იღებს საკუთარი ნერწყვის ნიმუშს და შემდეგ ღებულობს პასუხს იმის თაობაზე, აქვს თუ არა მას ძუძუს, ან საკვერცხის კიბოს დამართვის გაზრდილი რისკი. კაცების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს შანსი. კაცები ანალიზის შედეგად ასევე შეიტყობენ, აქვთ თუ არა მათ პროსტატის კიბოს დამართვის გაზრდილი რისკი.

კომპანიის “23-ენდ-მი” თანადამფუძნებელი ანნე ვოიჩიკი ამერიკის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სამომხმარებლო ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ, ეტაპობრივი მნიშვნელობის ნაბიჯად აფასებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ის ამბობს, რომ 6 მარტის დადგენილება, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდის საქმეში, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. “ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვმკურნალობთ დაავადებებს, მაგრამ მათ პრევენციას ასევე კარგად ვერ ვახერხებთ” - წერს ის.

საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებაშიმომხმარებლებს აფრთხილებს, რომ პირველი ტესტი გენის მხოლოდ 3 მუტაციით გამოწვეულ რისკს აფიქსირებს. მაშინ როცა, ცნობილია, რომ გენეტიკური მუტაციების რაოდენობა ათასს აჭარბებს. 3 მუტაცია, რომელთა პოვნა ახალი ტესტის საშუალებით იოლდება, განსაკუთრებით გავრცელებულია აშქენაზ ებრაელებში და აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებში.

ეს ნიშნავს, რომ თუ ტესტის მიხედვით, კიბოს რისკი დაბალია, სიმშვიდის საფუძველი ადამიანს მარტო ამ ტესტზე დაყრდნობით, არ უნდა ჰქონდეს. “უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს, რომ ინდივიდს სხვა მუტაციისგან კიბოს გაზრდილი რისკი არ ემუქრება” - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ეს ტესტი ექიმის მიერ შერჩეული ანალიზების ჩასანაცვლებლად არ გამოდგება და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია არამარტო გეგმიური ანალიზების თაობაზე, არამედ იმ ცხოვრებისეულ რისკ-ფაქტორებზე, რომელიც კიბოს რისკს ზრდის, ან ამცირებს. ასევე არ შეიძლება ამ ანალიზზე დაყრდნობით მკურნალობის, ან პრევენციული კურსის ჩატარება, “არც ანტი-ჰორმონალური საშუალებებით და არც ძუძუს და საკვერცხეების მოკვეთის გზით”.

ძუძუს კიბო სხვა ტიპის კიბოს დაავადებებს შორის ამერიკელ ქალებში სიკვდილიანობის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია. პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა. კიბოს ამერიკული საზოგადოება ვარაუდობს, რომ წელს შეერთებულ შტატებში, სულ ცოტა, 260 ათასი ძუძუს კიბოს ახალი დიაგნოზი დაისმება და ამ მიზეზით 41 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.

წყარო: ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42