როგორც ფრანცესკა ორსიმ ისრაელში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, მერვე სეზონის სცენარი ყველამ ერთად წაიკითხა.
„ეს ერთერთი ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებასა და კარიერაში. წინასწარ არცერთ მსახიობს სცენარი წაკითხული არ ჰქონდა და როდესაც ხმამაღლა კითხვისას გაიგეს მათი გმირის სიკვდილის შესახებ, ხმამაღლა ტიროდნენ“ - განაცხადა პროდიუსერმა.
მისი თქმით, როდესაც სცენარის კითხვა დასრულდა, ყველა ფეხზე წმოდგა და 15-20 წუთის განმავლობაში ტაშს უკავდნენ.
„ეს საოცარი იყო. ბოლოს ყველანი ვტიროდით“ - დასძინა მან.
ახლა ძრწოვლით უნდა დაველოდოთ 2019 წელს, რადგან HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა.
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გადაღებებიდან პირველი კადრებიც გავრცელდა. კადრებზე ჩვენი საყვარელი უინთერფელი, სტარკების ციხესიმაგრე ცეცხლის ალშია გახვეული!
მე-7 სეზონში უინტერფელში დავტოვეთ სანსა, არია და ბრანი. იმედია, სტარკების ამოხოცვის მორიგი სერია არ გველის წინ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, GOT-ის ახალი სეზონის პრემიერა მუდმივად გაზაფხულზე ხდებოდა, მე-7 სეზონი კი ზაფხულში გამოვიდა, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სცენების გადაღების სირთულით აიხსნა.
სერიალის შემქმნელების თქმით, ფინალური, მე-8 სეზონი, რომელშიც 6 სერიაა, სავარაუდოდ, ყველაზე რეიტინგული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






