ფისტა და სუფრის ყურძენი - პრემიერმა სოფლის მეურნეობაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:07, 14 Mar, 2018     3056
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში სახილე ჯიშების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე სამი წერლია წარმატებით ხორციელდება. პრემიერის თქმით ხდება ორი ახალი კულტურის დამატებაც ეს არის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურა:

„მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი“. ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

სახელმწიფო აფინანსებს 70 %-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50%-იანი გრანტი გათვალისწინებული. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ ორ ახალ კულტურას : სუფრის ყურძნის, წარმოებას - ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფისტას წარმოების.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს, თითქმის, მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში.

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად.“- განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42