განშორების ცნობა წყვილმა თვითერზე ოფიციალურად დაადასტურა.
„მე და ჯიჯის საოცრად მნიშვნელოვანი, სიყვარულით აღსასვსე და მხიარული ურთიერთობა გვქონდა , მე მისით აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ქალსა და მეგობარს. მას საოცარი სული აქვს. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ფანს, რომლებიც პატივს სცემენ ამ მძიმე სიტუაციასა და ჩვენს პირად სივრცეს . გვინდოდა, ეს პირველად ჩვენგან გაგეგით. ყევლანი გვუყვარხართ“ - წერს ზეინი.

მოგვიანებით პოსტი ჯიჯიმაც გამოაქვეყნა.
„დაშორების შესახებ განცხადება, ყოველთვის ობიექტურია, რადგან შეუძლებელია სიყვებით გადმოსცე ის , რაც ორმა ადამიანმა წლებისბ განმავლობაში გამოსცადა...არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მე სამუდამოდ მადლიერი ვიქნები იმ სიყვარულისთვის, დროისთვის და ცხოვრების გაკვეთილებისთვის, რაც მე და ზეინმა გავიზიარეთ. მისთვის, საუკეთესოს გარდა არაფერი მინდა და მე განვაგრძობ მისი , როგორც მეგობრის მხარდჭერას, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ და მიყვარს. რაც შეეხება მომავალს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს“ - წერს მოდელი.
ჯიჯი ჰადიდისა და One Direction-ის ყოფილი მომღერლის რომანის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის დასაწყისში გავრცელდა. ზეინის კლიპში ჯიჯის მონაწილეობით კი მათი რომანი დადასტურდა.
წყვილს ფანები „ზიჯის“ ეძახდნენ. ამ სახელწოდებით ინსტაგრამის გვერდს 66 მილიონი გამომწერეი, თვითერზე კი 35 მილიონი გამომწერი ჰყავს.















მასალის გამოყენების პირობები






