ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:42, 13 Mar, 2018     2080
კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა საწარმოს ყველა თანამშრომელს მიმართავს, კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს და აცხადებს, რომ „ბადაგონი“ დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი: “ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას, და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“! - აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

„ბადაგონის“ ამჟამინდელმა მმართველმა გიორგი სალაყაიამ რამდენიმე დღის წინ საწარმოს თბილისის ოფისის მუშაობა შეაჩერა და განაცხადა, რომ კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმში გადაიყვანა. მისი მმართველობის ბოლო პერიოდში საწარმომ დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ ყველა თანამშრომელს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთად გამოსვლას სთავაზობს: „სამწუხაროდ, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზრაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა... ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა“ - საწარმოს ინვესტორი თხოვნით მიმართავს ყველა თანამშრომელს, რომ არ წამოეგონ სალაყაიას პროვოკაციას და იფიქრონ მომავალზე, ქარხნის გადარჩენაზე: „ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში“ - აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42