„კვირიკაშვილის მძიმე შეცდომა და ევროპის ანტირუსული ტალღიდან განზე გადგომა“ - დიმიტრი შაშკინი პრემიერის წერილსა და კრემლის პასუხზე
პოზიცია - 15:20, 13 Mar, 2018     2426
საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის წერილი რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი - საკითხი, რომელამც დიდი კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციური პარტიებისა და საექსპერტო წრეებში.

აქცენტი გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიაში მისი ჩართულობის შესახებ და რუსეთის დადებითი შეფასება აღნიშნულ ინიციატივაზე - ექსპერტები და ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ეს ყოველივე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაკნინებას იწვევს, რუსეთი კი იხსნის პასუხისმგებლობას, საქართველოს თავისი განცხადებით ეუბნება - „პრობლემა გაქვს ოსებთან და აფხაზებთან, მე არაფერ შუაში ვარ“.

საკითხსნიუპოსტთანსაქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. შაშკინი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი არის პირადად კვირიკაშვილის და ქვეყნის საგარეო უწყების შეცდომა:

„არ მიყვარს რუსეთის მთავრობა და ვთვლი, რომ ეს არის ბოროტების იმპერია, ეს ქვეყანა არის ჩვენი მტერი, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ საქართველო დავიცვათ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მტერი სუსტი არ არის, ის არის ძალიან ძლიერი და ბუნებრივია, სწორად უნდა შევაფასოთ მისი შესაძლებლობები, მათ შორის დიპლომატიური უწყებების თვალსაზრისით. ეს წერილი, რომელიც გაიგზავნა, არის კვირიკაშვილისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცდომა. ეჭვი ჩნდება, რომ ამ უწყებაში არ დარჩნენ პროფესიონალები, ან თუ დარჩნენ არ აქვთ შესაძლებლობა აუხსნან თავის ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს თუ რა მოჰყვება ყველა ასეთ წერილს. ეს წერილი ფურცელზე სიტყვების კასკადი ხომ არ არის? რუსეთს ჰყავს საკმაოდ ძლიერი საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც მუშაობენ ძლიერი ანალიტიკოსები და შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი შენი ძალიან პატარა შეცდომაც კი, ამის ალბათობა არის ძალიან მაღალი.

კვირიკაშვილმა გაგზავნა ეს წერილი, არავინ აუხსნა, არც თვითონ ესმოდა რა მოჰყვებოდა ამას. ეს წერილი გაასაღეს როგორც ჩვენი კეთილი ნება სამშვიდობო დიალოგისთვის. მივიღეთ შედეგად ის, რაც ვიცოდით და რასაც ველოდით“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და იქვე 4 დეტალს გამოყოფს, რომელთა შორის აქცენტს აკეტებს სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ დიპლომატიურ ენასა და ევროპის მასშტაბით დაწყებულ ანტირუსული კამპანიის ახალ ტალღაზე. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია გამოჩნდეს მსოფლიო პოლიტიკის პლათფორმაზე, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის წერილმა აღნიშნული შანსი მოსპო.

,,პირველი არის ის, რომ ვისაც არ ესმის დიპლომატიის ენა, მინდა განვმარტო რა გააკეთა რუსეთმა, და რა მივიღეთ? - ამ წერილს უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთერთმა დეპარტამენტმა ეს უკვე არის სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფა დიპლომატიურ ენაზე. მინისტრის მოადგილემაც კი არ უპასუხა პრემიერის ღია წერილს.

მეორე - ამ წერილში რუსეთმა გაიმეორა იგივე რასაც გეუბნება ათი წელი, რომ შენ ჩემთან პრობლემა კი არ გაქვს, შენ გაქვს პრობლემა ოსებთან და აფხაზებთან, მე ტყუილად მაბრალებ ამ პრობლემებს, წადი და გაარკვიე ოსებთან და აფხაზებთან, ეს იყო მათი პასუხის პათოსი. ნეტავ მართლა ვინმეს სჯერა საქართველოშ, რომ ოსებთან და აფხაზებთან გვაქვს პრობლემები? ან 20% ოსების და აფხაზების მიერ არის ოკუპირებული?

მესამე რის გამოც ეს წერილი დაიწერა აქ საქართველოში, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მოკლული მოქალაქის გვამი გადმოსცენ საქართველოს და რასაც ამის პასუხად ვიღებთ, ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლება იყოს, რომ ეს არის ,,სამწუხარო ინციდენტი", ადამიანი წამებით მოკლეს და ამას ეძახიან სამწუხარო ინციდენტს.

და მეოთხე, რაც ყველაზე რთულია დიპლომატიური თვალსაზრისით - იმ სიტუაციაში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ფეთქდება ძალიან დიდი სკანდალი, რომელიც იქნება ახალი ტალღა ანტირუსული ისტერიისა, ახალ პიკზე ავა ანტირუსული პოლიტიკა ევროპაში, იმიტომ, რომ ლონდონში, შუა ქალაქში სცადეს ორი ადამიანის მოკვლა იმ ქიმიური იარაღით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს, არავის მსოფლიოში არ სჯერა რომ ასეთი იარაღის ყიდვა ბაზარშია შესაძლებელი, ამ იარაღის გამოტანა და ჩატანა დიდ ბრიტანეთში, შემდეგ ლონდონის შუა გულში გამოყენება, შეუძლებელია რუსეთის სახელმწიფოს ნებართვისა და ჩარევის გარეშე. ეს ყველაფერი გამოიწვევს მსოფლიოში ანტირუსული პროპაგანდის ახალ ტალღას. ამ სიტუაციაში, შენ, საქართველო წერ წერილს და აძლევ შანსს რუსეთს, რომ ის აფხაზეთის და ოსეთის პრობლემა გაწირო და თქვას რომ ეს არის აფხაზების, ოსების და ქართველების პრობლემა. ახლა ჩვენ გვეძლევა კიდევ ერთი შანსი, რომ ვიყოთ დღისწესრიგში, როდესაც რუსეთს უპირისპირდება მთელი მსოფლიო. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბოლო არ არის, რომელიც რუსეთს ღიად ადანაშაულებს. ამბობენ, რომ რუსეთი გადაიხდის ამის ფასს და ამ სიტუციაში, გვაქვს შანსი ვიყოთ ანტირუსული პოლიტიკის ნაწილი და ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრის წერილი ხელს უწყობს და იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ თემიდან საერთოდ გამოვიდეთ. საქართველოში არიან ადამიანები, ვინც ხელსუფლებას ,,უპრავებს" ამ წერილს. ზემოთ აღვნიშნე და მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, მართლა ჯერათ, რომ ჩვენ ოსებთან და აფხაზებთან გვაქვს პრობლემები?! ცხინვალის რეგიონში 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათთან გვაქვს პრობლემა?“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42