მისი თქმით, 8 მარტს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ნიდერლანდებს, სააკაშვილის მონაწილეობით პროცესუალური და საგამოძიებო ქმედებების განხორცილებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.
„ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 მუხლის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შედეგების მიღებამდე წინასწარი გამოძიების პროცესუალური ვადების ეკონომიის მიზნით” - ამბობს ლისენკო.
ამავდროულად, გამაოძიება გრძელდება სააკაშვილის თანაშემწის, სევერიან დანგაძის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ ოდესის ოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






