"მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდა"- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:11, 13 Mar, 2018     1532
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-სა და OECD-ის მიერ გამართულ სემინარზე „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგულაციების შემცირებითა და ონლაინ სერვისების შემოღებით საქართველოში ბიზნესის წარმოება გამარტივდა,

„მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეექმნა კორუფციისგან თავისუფალი გარემო, წარმატებული და პროდუქტიული გამოდგა, რომელიც ასევე აისახა კერძო სექტორის საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგებში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, შეყვანილია 2017-2018 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმაში.

სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნაზე.

„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მმართველობის რეფორმის მიზანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ გზით საქართველოში უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სემინარი „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42