"რუსი აგენტისა და მისი შვილის მოწამვლის უკან, დიდი ალბათობით რუსეთი დგას" - ბრიტანეთის პრემიერი
მსოფლიო - 10:19, 13 Mar, 2018     2400
დიდი ბრიტანეთის პერემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი დ მისი ქალიშვილი იმ ნერვული აგენტით მოწამლეს, რომელიც რუსეთი აწარმოებს.


პრემიერის თქმით, მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა „ახალი თაობის ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება“ სახელწოდებით „ნოვიჩოკ.“

„ახლა ნათელია, რომ ბატონი სკრიპალი დ მისი შვილი რუსეთში წარმოებული მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს, სახელწოდებით „ახალბედა.“ ის ნერვული აგენტების ჯგუფს განეკუთვნება.

იმის გათვალისწინებით, რომ ნივთიერება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიაში, თავდაცვის სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა შეისწავლეს; თანაც, ადრე რუსეთი აწარმოებდა ამ ნივთიერებას და შესაძლოა, მისი წარმოება ისევ დაეწყო და ვითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი სახელმწიფო მკვლელობებს ახორციელებს, ჩვენი მთავრობ მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე რუსეთია პასუხისმგებელი“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონებადაკარგეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის შემდგე, მათ სისხლში მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ცნობით ,ისინი ერთ-ერთი ნერვული აგენტით მოწამლეს.

ნერვული აგენტი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი, შლის ნერვულ და სუნთქვით ისტემას და სხეულის მუშაობის ფუნქციებს.

ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება , ძირითადაც პირის ღრუსა და ცხვირიდან აღწევს ორგანიზში, შესაძლებელია თვალიდან და ასევე კანიდანაც მოხვდეს. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 19 ადამიანი მოხდა.

საავადმყოფოში რჩება პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე, სერგეი სკრიპალის დასახმარებლად პირველი მივიდა.

პოლოვნიკი სკრიპალი , რომელიც ყოფილი რუსი ოფიცერია, 10 წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების დროს ის ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვას აწვდიდა.

ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის , 2006 წელს რუსეთმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიენიჭა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის“ დროს.

სკრიპალის მოწამვლას სერგეი ლიტვინენკოს თემას უკვე ადარებენ. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო, ლონდონში, 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს. ის თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა მოკლეს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42