კრემლის პასუხი პრემიერ კვირიკაშვილს - რას აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში
პოზიცია - 20:57, 12 Mar, 2018     5743
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს.

„მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად.

გიორგი კვირიკაშვილის შეხსენება ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისადმი სწრაფვასთან დაკავშირებით, მარტის ბოლოს დაგეგმილ მორიგ რაუნდზე საქართველოს მხრიდან კონსტრუქციულობის იმედს იძლევა, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მოლაპარაკებების სხვა მონაწილეების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი, იმის მიუხედავად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

არ შეიძლება არ მივესალმოთ, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის გაცხადებულ სურვილს. ეს ერთადერთი რეალური გზაა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის მიღმაა. ეს ეხება, კონკრეტულად საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარ სამწუხარო ინციდენტსაც.“- ნათაქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42