დასაწყისისთვის თქვენ გაქვთ 10 ქულა.
ყველაფერი ძალიან ადვილია, საჭიროა დაჯდეთ და ადგეთ. აი ასე:
1. გაიხადეთ ფეხსაცმელი და იატაკზე ფეხებგადაჯვარედინებული დადექით.
2. გადაჯვარედინებული ფეხებით შეეცადეთ ჩაჯდეთ, არ უნდა წააშველოთ სხეულის სხვა ნაწილები. თუ მიაშველებთ ხელს, იდაყვს, მუხლს ან ფეხს, თქვენ ჩამოგეჭრებათ თითო მიშველაბაზე ერთი ქულა. თუ თქვენ შეძელით ჩაჯდომა, მაგრამ ბალანსი დაკარგეთ, მაშინ გაკლდებათ ნახევარი ქულა.
3. გააგრძელეთ ამ პოზაში ჯდომა ცოტა ხანი. შემდეგ კი ცადეთ ხელების მიშველების გარეშე წამოდგეთ, ოღონდ ფეხები კვლავ გადაჯვარედინებული უნდა გქონდეთ. თუ სხეულის სხვა ნაწილის მიშველება დაგჭირდათ ისევ გაკლდებათ ერთი ქულა.
4. მარტივი შკალის მიხედვით, ადვილად შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვროთ.
8-10 ქულა: კარგი - თქვენ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ და თქვენი სხეული არაჩვეულებრივ მდგომარეობაში. ჯანმრთელობა წესრიგშია.
6-7.5 ქულა: არაუშავს - რაღაცეები გასაუმჯობესებელია, მაგრამ დიდი რისკები არ არსებობს.
3.5 – 5.5 ქულა: გაფრთხილება - პრობლემები არსებობს. მომდევნო 6 წლის განმავლობაში სიკვდილის რისკი ორჯერ მეტია, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც პირველ კატეგორიაში არიან.
0-3 ქულა: სერიოზული გაფრთხილება - თქვენ ძალიან ცუდ ფორმაში ხართ და სიკვდილის რისკი მომდევნო 6 წელში 5 ჯერ მეტია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომელბიც „კარგ“ კატეგორიაში არიან.
რა თქმა უნდა, ასეთი ტესტი არ შეესაბამება იმ ადამიანებს, რომლებსაც სპეციფიური დაავადებები აქვთ. თუმცა ამ ტესტის გაკეთება ნებისმიერისთვის საინტერესო იქნება.
პირველ ორ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მგრამ თუ თქვენ ქვედა ორ კატეგორიაში აღმოჩნდით დროა თქვენ ჯანმრთელობაზე სერიოზულად დაფიქრდეთ, ვიდრე გვიანი არაა.
მასალის გამოყენების პირობები






