დემნა გვასალია "შედევრების" შექმნას განაგრძობს - "მატატიები" 1 500 ლარად (ფოტოები)
შოუ ბიზნესი - 14:19, 12 Mar, 2018     15677
რამდენიმე დღის წინ, მომენტის ყველაზე განხილვადი დიზაინერის დემნა გვასალიას მორიგმა სიგიჟემ ყველა აალაპარაკა. დემნამ, Vetements-ის 2018 წლის გაზაფხული -ზაფხულის კოლექციიდან, 1 390 დოლარიანი ჩაკეცილი ფეხსაცმელი შემოგვთავაზა.


თუმცა, არც Balenciaga დაივიწყა და ახლა 600 დოლარიანი(1 467₾) ლურჯი ე.წ. აუზის ჩუსტები შემოგვთავაზა აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის დემოკრატებიდან ბერნი სანდერსის ლოგოთი და ფერით.

"ნიუპოსტის" მეგრელი თამამშრომლები ვთანხმდებით, რომ ეს ჩუსტები ჩვეულებრივი "მატატიებია", ისეთი ბავშვობაში რომ ყველას გვცმია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დემნამ ბერნი სანდერსით ისნპირირებული კოლექცია წარადგინა. პირველად შემოდგომა-ზამთარი 2017-ის კოლექციაში გამოიტანა შარფები და ჩანთები დემოკრატების პარტიის ფერებითა და ლოგოთი . კულისებში კი დემნას დემოკრატიული პარტიის ზედა ეცვა. მანიკურიც იგივე ფერებში ჰქონდა.

დემნას კოლექციები ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42