გოდერძი ჯოლოხავა აპირებს დაასახელოს ყველა ის პირი, ვინც მას ცრუ ჩვენებების მიცემას ავალებდა. მისი უფლებადამცველის თქმით, იგი არ იყო შემსწრე იმ მოვლენებისა, რომელსაც აღწერდა ჩვენებებში. ადვოკატი ამბობს, რომ ზეწოლის დამადასტურებელი დოკუმენტალური მტკიცებულებები არსებობს.
„მე მაქვს ცრუ ჩვენება მიცემული ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციაზე და მეგის ქარდავაზე. ამასთან დაკავშირებით რომ დაიწყონ გამოძიება. ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებითაც და ამ პოლიციელის უკანონო ქმედებასთან დაკავშირებითაც. კონკრეტულად ფულის გამოძალვაზე. მე იმიტომ გადავწყვიტე, რომ მემუქრებოდნენ სიცოცხლის ხელყოფით, თუ გავაჟღერებდი რაიმე ინფორმაციას, მომიშორებდნენ და გავქრებოდი საერთოდ უგზო უკვალოდ. მემუქრებოდა ეს კონკრეტული პოლიციელი. თანამონაწილე ვინ არის არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვიღაც არის, იმიტომ რომ სულ მეუბნებოდა ზემოდან ასე არის ზემოდან ასე არის და დღემდე არ ვიცი ეს ზემოდან ვინ არის და ვინ აძლევდა ამ დავალებას“- აცხადებს გოდერძი ჯოლოხავა.
მასალის გამოყენების პირობები






