ამის შესახებ მან ჟურნალისტ ანდრეი კონდრაშოვის წინასაარჩევნოდ გადაღებულ ფილმში „პუტინი“ ისაუბრა.
მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაურეკა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ სამგზავრო ლაინერი, რომელიც ხარკოვიდან სტამბოლში მიფრინავდა, ტერორისტებმა გაიტაცეს, გამტაცებლები კი სოჭისკენ გაფრენას ითხოვდნენ. პუტინის თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო, „ემოქმედა ანალოგიური სიტუაციებისთვის გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად“, რაც საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავის აუცილებელ ჩამოგდებას გულისხმობს.
პუტინის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ტერორისტები თვითმფრინავის სოჭში დასმას ითხოვდნენ, პილოტმა კი SOS სიგნალი გადმოსცა დ ამბობდა, რომ ერთერთ მგზავრს ბომბი ჰქონდა.
ФСБ-ს ხელმძღვანელი, ალეკსანდრ ბორტნიკოვი, რომელიც ასევე მონაწილეოსბს ფილმში , აცადებს, რომ თვითმფინავის გასაკონტროლებლად მაშინვე გაემართა რუსული სამხედრო ავიაცია.
„მე ვიკითე - რას მთავაზობთ? და პასუხის შესაბამისი იყო, აღნიშნულ გაუთავლისწინებელი შემთვევების გეგმის შესაბამისი. ჩამოგდება“ - ამბობს პუტინი ფილმში.
მისი თქმით, ბრძანება გასცა გეგმის მიხედვით ემოქმედათ.
პუტინის თქმით, 5-7 წუთში მეორე ზარი განხორციელდა და უსაფრთხოების სამსახურის იგივე თანამშრომელმა აცნობა, რომ ცრუ განგაში აღმოჩნდა. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა სტამბოლში.
,ჟურნალისტ ანდრე კონდრაშოვის ფილმში „პუტინი“ საუბრობს, 11 მარტს გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






