წყვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთად გაატარა, დააშორეს - ისინი სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილეს.
გლაზგოში მცხოვრები, 92 წლის ჩარლზ მაკგიგანისა და მისი მეუღლის, ასევე 92 წლის ჯინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებულებუ გახდნენ სახლი დაეტოვებინათ.
ჯინს დემენცია აქვს და საკუთარ თავზე ზრუნვა აღარ შეეძლო. დეკემბერში კი, ქალაქის საბჭოს სოციალური სამსახურის თანამშრომლების რჩევით, ჩარზლში სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ჩარლზმა მალევე დატოვა აღნიშნული დაწესებულება, თუმცა ის ჩესტერ პარკის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო პირობებია. ახლა წყვილის თავშესაფრებს შორის მანძილი თითქმის 5 კილომეტრია.
როგორც „ინდეფენდენთს“ ქალაქის საბჭოში განუცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ, წყვილი ერთ თავშესაფარში მოათავსონ.
ჯინის ქალიშვილი სანდრა ჯექსონი ამბობს, რომ დედა ასეთი სევდიანი არასოდეს უნახავს.
„ის არასოდეს ყოფილა ასედი სევდიანი. დედა მუდმივად ქმარს კითხულობს, ჩემი მამინაცვალი კი განუწყვეტლივ ტირის, რადგან თავშესაფარში ცოლის გარეშეა“ - ამბობს სანდრა ჯექსონი.
მასალის გამოყენების პირობები






