სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთერთ სავაჭრო ცენტრში გონებადაკარგეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის შემდგე, მათ სისხლში მომწამვლელინივთიერება აღმოაჩინეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.
დიდი ბრიტანეთის პოლიციის ცნობით ,ისინი ერთ-ერთი ნერვული აგენტით მოწამლეს. მას ნივთიერების სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის სამართალდამცავი უწყებებისთვის უკვე ცნობილია.
ნერვული აგენტი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი, შლის ნერვულ და სუნთქვით ისტემას და სხეულის მუშაობის ფუნქციებს.
ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება , ძირითადაც პირის ღრუსა და ცხვირიდან აღწევს ორგანიზში, შესაძლებელია თვალიდან და ასევე კანიდანაც მოხვდეს.
ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 19 ადამიანი მოხდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, იშვიათი ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერებით მოწამლულებს სრული გამოკვლევა ჩაუტარდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
საავადმყოფოში რჩება პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე, სერგეი სკრიპალის დასახმარებლად პირველი მივიდა.
პოლოვნიკი სკრიპალი , რომელიც ყოფილი რუსი ოფიცერია, 10 წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების დროს ის ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვას აწვდიდა.
ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის , 2006 წელს რუსეთმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიენიჭა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის“ დროს.
სკრიპალის მოწამვლას სერგეი ლიტვინენკოს თემას უკვე ადარებენ. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო, ლონდონში, 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს. ის თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა მოკლეს
მასალის გამოყენების პირობები






