ეშლი მაქსველ-ლამი ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ მამაკაცს ჰგავს, რომელიც სამუშაო კოსტიუმშია გამოწყობილი და გამოიყურება ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მამაკაცი სიდნეიში. თუმცა, როდესაც მის ფეხსაცმელს შეხედავთ, მიხვდებით, რომ რაღაც დიდ უცნაურობას აქვს ადგილი.
ეშლი უკანასკნელი ერთი წელია, სახლიდან ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე არ გამოდის. 30 წლის ეშლი პროექტების მენეჯერი გახლავთ პროფესიით.
„ერთი წლის წინ ჩემმა თანამშრომელმა, ის ქალია, მითხრა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მის თვითრწმენას ამაღლებს, ამ სიტყვებმა დამაფიქრა, წავედი მაღაზიაში და მოვირგე ასეთი ფეხსაცმელი, მომეწონა და მას შემდეგ მხოლოდ ასეთი ფეხსაცმლით დავდივარ, იგი თავს უძლეველად, თვითდაჯერებულად მაგრძნობინებს“, - აღნიშნავს მამაკაცი.
ამ დროისათვის მას 9 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აქვს. ოთხი მათქგანი სამსახურისთვის, 5 კი სხვა სიტუაციებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები






