ეკა ბესელია: "ახალაიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ..."
საზოგადოება - 12:27, 01 Aug, 2013     1497

"გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეში ასობით პატიმარს შევხდი და ვესაუბრე. 15 წელია ციხე, პატიმარი, საამართლო - ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იყო და კარგად ვიცი, რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა რაც ხდებოდა 7 საათიანი შეხვედრების დროს გუშინ...

 

საშინლად ნაწამები პატიმრები და წლების განმავლობაში მიღებული ტრამვების აშკარა კვალი, საშინელი განცდა უსამართლობის, მოლოდინი და უმძიმესი ჯამრთელობის მდგომარეობა...

 

მშრალ შიმშილობაზე მყოფთ საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ვთხოვე და წყლის მიღება დაიწყეს... უმეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა რუსთავში, ქსანში სრულად. საოცრად მადლიერები იყვნენ ამნისტიის კანონით, მაგრამ ითხოვენ უკანონო განაჩენების გადახედვას... დიდი ხანი ვისაუბრეთ... ძალიან გამიჭირდა ემოციურად... ახალგაზრდა, ასაკოვანი, უხელო, ეტლით ....

 

მძიმეზე მძიმეა მათი ემოცია... რა შედარებაა პირობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ გადატანილი უსამართლობა აწუხებთ.... უამრავი წერილი გამომატანეს, ვკითხულობ და ვფიქრობ ვინმე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა... მათ ყველაზე მეტი გადაიტანეს... ძალიან მძიმე იყო ემოციურად ამ ისტორიების მოსმენა..., ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა?

 

იმ მოსამართლეების ვისაც არ ახსოვდა რა იყო სამართლიანობა... დღეს გაახსენდათ ? ახალიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე,რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა ოცნების აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი? შემთხვევითი იყო მისი გადმოყვანა არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში თუ გამიზნულად მოხდა ეს გადაწყვეტილება?

 

შერჩევით მართლმსაჯულებაზე რომ გვესაუბრებიან ნაციონალი დეპუტატები, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება როდესაც გაამართლებ ახალაიას და 20 ლიტრი ღვინის მითვისებისთვის, გუშინ, რუსთავში 13 წელი ჰქონდა მისჯილი ახალგაზრდა კაცს.... და რამდენი ასეთი მაგალითი ჩამოვთვალო.... ისე ცემდნენ პატიმრებს, რომ დღეს ეტლით გადაადგილდებიან და ამას ვერ ხედავდა ვერც ერთი მოსამართლე"- წერს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42