ბესელია ამბობს, რომ ნახა ძალიან ბევრი დასახიჩრებული პატიმარი, რომლებიც ეტლით და ხელჯოხებით გადაადგილდებიან იმის გამო, რომ მათ ციხეში საშინლად აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
მათ ბესელია ჰპირდება, რომ ხვალიდანვე დაიწყებს ყველა საქმის შესწავლას. "მე ავუხსენი მათ, რომ კანონპროექტი მომზადებულია, პარლამენტი ელოდება და როგორც კი შემოვა, მაშინვე დავიწყებთ მის შესწავლას. მსჯავრდებულებში არის კიდევ მესამე კატეგორია, როგორიცაა ვადაზე ადრე გათავისუფლება. ყველა იმ პატიმარს, რომელსაც უარი მიუვიდა საბჭოების მხრიდან, შევპირდი, რომ ამ საკითხს კომისიაზე დავაყენებ და ყველა ამ საქმეს ხელახლა შევისწავლით.
მე პირადად გავაკეთებ, რომ ყველა სახელი და გვარი, რომელიც ჩავიწერე, ყველას განცხადების შესწავლა დაიწყება ხვალიდან. დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხი შეიძლება სწარაფადაც გადაწყდეს, ხოლო იმ საქმეებს, რომელსაც დრო სჭირდება, მათ ავუხსენი, რომ შეიძლება გარკვეული დრო იყოს საჭირო", - აღნიშნა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






