როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ციხეებში ხდებოდა, შეუძლებელია დაბალ დონეზე გაკეთებულიყო, თუ დავალებები ზემოდან არ მოდიოდა.
"პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება ბაჩო ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ სისტემის იდეოლოგი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს და დამერწმუნებით ალბათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მოდის ზემოდან დავალებები.
ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული. კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ, როდესაც უკვე ვნახეთ ვიდეოფირები, თუ როგორ აუპატიურებდნენ იქ მყოფ ადამიანებს ხელკეტითა და ცოცხით, ამან ყველაფერ ზღვარს გადააჭარბა. ეს არის საშინელება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, მიხეილ სააკაშვილი იმითაც ამაყობდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და როგორ ჰქონდა დალაგებული.
ის ამბობდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ მოდელიც კი გადაიღო ციხეების მართვის. ასეთ სისულელეებს ამბობდა მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






