მისი უდიდებულესობა - ახალი TOYOTA CAMRY იმ სახელგანთქმული მანქანის მე-8 თაობაა, რომელმაც 1992 წლიდან დღემდე უამრავი ჯილდო მოიღო.
მიმდინარე წლის პირველ მარტს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შეკრებილი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ყველა წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელი ერთხმად შეთანხმდა, რომ „კამრის დრო მოვიდა!“
ჟურნალისტები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ მაშინაც, როცა ახალი თაობის კამრი მისმა შემქმნელმა და მთავარმა ინჟინერმა მასატო კაცუმატამ პირადად წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი ტოიოტა მოტორ კორპორაციიდან საქართველოს პირველად ეწვევა.

„ახალი თაობის „კამრით“ ჩვენ გვსურდა დაგვემყარებინა სულიერი კონტაქტი ადამიანებთან, ამიტომ წარმოვადგინეთ სედანის ახალი კონცეფცია, რომელიც ფლობს უპირატესობას პერფორმანსის და პრაქტიკულობის კუთხით და ამავე დროს, მომხმარებელს ფიზიკურად და სულიერად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას.
ამ მანქანის განვითარებისას, დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკას და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც ”კამრის” მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა.“ განაცხადა მასატო კაცუმატამ პრეზენტაციის მიმდინარეობისას.
მე-8 თაობის „კამრი“ პირველი ავტომობილია, რომელიც სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA-Toyota New Global Architecture) დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას. „ტოიოტასთვის“ ეს უკვე მესამე ავტომობილია (Toyota Prius და Toyota C-HR), რომელიც TNGA ფილოსოფიით გამოვიდა, რაც ავტომობილში გაზრდილ უსაფრთხოებას, გაუმჯობესებულ დინამიურ მონაცემებს და დახვეწილ პერსონალურ მახასიათებლებს გულისხმობს.
დასაწყისიდანვე, „კამრის“ განვითარება ორ მთავარ საფუძველს: პერფორმანსს (მართვის დინამიკა, NVH, QDR და კომპლექტაცია) და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს (მაღალ ტექნოლოგიური მახასიათებლები, კომფორტი და უსაფრთხოება) ეყრდნობა. ავტომობილი ყველა ასპექტში იქნა ოპტიმიზირებული, ხმის იზოლაციით დაწყებული, დამთავრებული ხელსაწყოთა ახალი პანელით და დაწეული ხუფით, რაც აუმჯობესებს ხილვადობას.
ბრენდის ძირითადი ღირებულებების (QDR - ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა) შენარჩუნების პარალელურად, რომლებმაც ასე პოპულარული გახადა ავტომობილი, სრულიად ახალი ”კამრი” მძღოლს სთავაზობს ექსტერიერისა და ინტერიერის შთამბეჭდავ დიზაინს, უსაფრთხოებას, ინოვაციურ ტექნოლოგიას და მართვით მიღებული სიამოვნების ახლად აღმოჩენილ საფეხურებს.
ახალი კამრი ერთნაირად საინტერესოა, როგორც დიდი კომპანიებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის.
„დღეს მე-8 თაობის წარმომადგენელზეა საუბარი, რომელიც შექმნილია TNGA პლათფორმის მიხედვით. ეს არის ტოიოტას ახალი სტრატეგია, რომელიც დიზაინის, ინჟინერიის და დაკომპლექტების მიმართულებას მოიცავს. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ტოიოტა კამრი მომხმარებლებს სიამაყის გრძნობას დაუტოვებს“- განაცხადა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების მენეჯერმა, ნინო გოგუამ.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერმა გიორგი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება მასატო კაცუმატას საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ავტომოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში ტოიოტა კამრის მთავარი ინჟინერი მასატო კაცუმატა იმყოფება, რომელმაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ტოიოტა კამრის უახლესი ბიზნეს მოდელი წარადგინა. ტესტდრაივმა აჩვენა ის სხვაობა, რაც წინა მოდელებთან შედარებით არსებობს“- თქვა გიორგი კობახიძემ.

დიახ, ეს ახალი თაობის კამრია და დიახ, მისი შეძენა ტოიოტას მოყვარულებს უკვე შეგიძლიათ, თუმცა გასული კვირის მთავარი მოვლენის ხილვისას მიღებულ შეგრძნებებზე საუბარი “ნიუპოსტს“ ჯერ არ დაუსრულებია:
მას შემდეგ რაც ახალი ავტომობილი მისმა სულისჩამდგმელმა წარმოადგინა და კამრის ყველა, უნივერსალური დეტალი პირადად აღწერა, ავტომობილის ბოლომდე შეგრძნების შანსი ჟურნალისტებსაც მოგვეცა, ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა - მედიის წარმომადგენლები მე-8 თაობის კამრის კონკურენტ მოდელებთან შედარების შემდეგ ერთხმად და თამამად აცხადებდნენ, რომ ახალმა კამრიმ მისი უპირატესობა ყველა მოსახვევში დაამტკიცა.
სულიერი კონტაქტი კი, რომელიც აღნიშნული მოდელის მთავარი უპირატესობაა, ავტომობილში ჩაჯდომის წამიდან იგრძნობა. შენს წინ ახალი სამყარო და ბევრი შესაძლებლობებია, ზედმეტი რყევების გარეშე გადაადგილება კი შედეგზე კონცენტრირებაში გვეხმარება.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოში ტოიოტა კამრი თავის სეგმენტში ლიდერობას არავის უთმობს.
სედანის მეფე თავის მფლობელს უკვე ელოდება. ახლა, თქვენი ჯერია დაამყაროთ სულიერი კონტაქტი ავტოინდუსტრიის უპირობო ლიდერთან: სრულყოფილებას ხომ საზღვარი მართლაც არ აქვს!
ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.

მასალის გამოყენების პირობები






