სიმეონოვმა ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, ბულგარეთში რუსეთის პატრიარქის ვიზიტისა და მას შემდეგ, რაც კირილმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. კირილმა განაცხადა, რომ რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.
სამაგიეროდ, ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს ბიზნესსაქმიანობა შეახსენა.
„კირილი ზეციდან არ დაშვებულა... ის ღმერთის მოგზავნილი არ არის. კირილი ცნობილია, როგორ რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი. 1996 წლიდან მან 14 მილიარდი დოლარი მიიღო არალიცენზირებული სოგარეტის იმპორტისგან.
მას კერძო თვითმფრინავი ჰყავს, აქვს ვილა შვეიცარიაში, 30 000 დოალრინი საათები და ბულგარეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს“
ის არ არის მართლმადიდებელი სასულიერო პირი. ის საბჭოთა კავშირის აგენტი მიხაილოვია და ეს დადასტურებულია. მეორეხარისხოვანი საბჭოთა აგენტი მოდის ჩვენთან და გვეუბნება რა არის სწორი და არა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა
მასალის გამოყენების პირობები






