მეგან მარკლი საიდუმლოდ მოინათლა
ეს საინტერესოა - 14:56, 08 Mar, 2018     2257
სამეფო ქორწილამდე 2 თვით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრინცის საცოლე , ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა. Daily Mail-ის ცნობით, გასაიდუმლოებული ცერემონია სამეფო ოჯახის ტაძარში კენტერბერში გაიმართა.

ცნობისთვის, მეგანის ანგიკანური ეკლესიის წესით მონათვლა სავალდებულო არ იყო, მაგრამ დედოფალიელისაბედის პატივსაცემად ამერიკელმა მსახიობმა ამის გაკეთება გადაწყვიტა. მანამდე მარკლი ბაპტისტი იყო.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონია 19 მაისს უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში შუადღის 12:00 საათზე დაიწყება.

წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი დაწერს. შემდეგ კი სამეფო წყვილი ტაძარს ეტლით დატოვებს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე დაბრუნდებიან.

სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. ის კათოლიკეა, ქორწილამდე კი ანგლიკანური წესით მოინათლება. ხოლო იმისათვის, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც გახდეს, მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა მას ამერიკის მოქალაქეობა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.

ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.

პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.

პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.

ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42