,,რეფორმატორთა კლუბის" ექსპერტი ირაკლი კობიძე ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში უკანონო მოსმენებისა და ფარული ვიდეოგადაღებებისგან საზოგადოების დაცვის იმ ახალ მექანიზმზე საუბრობს, რომელიც ,,რეფორმატორთა კლუბის" მიერ იქნა შემუშავებული.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი უნდა გავიდეს საპოლიციო სისტემიდან და მისი პასუხისმგბელობის ბერკეტები ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებზე გადავიდეს.
_პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა არის მრავალკომპონენტიანი. ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, დაცული იქნას როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური თავლსაზრისით.
მაშინ, როდესაც სახელმწიფოს გააჩნია რესურსები ელექტრონული თვალთვალის, ვიზუალი თუ იგივე ყველაზე გავრცელებული თემა, როგორიცაა სატელეფონო მოსმნები და ჩაწერა, ამ შემთხვევაში ამ პრინციპის დაცვა არის კრიტიკული და მოითხოვს ძალიან ბევრ ბერკეტს, რომ მისი კანონიერება იყოს თავიდან ბოლომდე დაცული. ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო კონტროლი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ბრძანების აუცილებლობა და მეორეს მხრივ, ეს არის სახელმწიფოს ხელთ არსებული კანონიერი საშუალება, რომლითაც სახელწმიფო ძალიან ეფექტურად ებრძვის დანაშაულს.
მაგრამ ჩვენ აქ უნდ დავიცვათ ბალანსი და ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულის გამოძიების დროს ამგვარი ტიპის ფარული ღონისძიებების გამოყენების კანონიერება და მეორეს მხრივ, ამ დანაშაულის გამოძიების პროცესს ხომ არ ახლავს თან ისეთი გვერდითი მოვლენები, როდესაც გარკვეული თანამდებობის პირები გამომძიებლები, პროკურორები და ზოგადად, ვის ხელთაც არის ეს საინფორმაციო ბერკეტები, ბოროტად ხომ არ იყენებენ, იგივე პირადი მიზნებისთვის, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების დაშინებისათვის ან არასაგამოძეიბო მოტივებით.
_სად ხედავთ ყველაზე მთავარ პრობლემას, და შესაბამისად გამოსავალს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული?
_ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეფორმატორთა კლუბი" თვლის და მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პიროვნებებში არ უნდა ვეძიოთ პრობლემის გადაჭრის გასაღები. მე ვფიქრობ, ეს არის არასწორი სისტემური მიდგომის არსებობის ბრალი.
რას ვგულისხმობს არასწორ სისტემურ მიდგომაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სატელეფონო მოსმენას, ელექტროკომუნიკაციების კონტროლს, ინფორმაციის მოხსნას და ფიქსაციას, ვიდეო ჩაწერებს ახორციელებენ .ე.წ ,,ოტო"-ები, ანუ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები, რომლებიც არიან მიბმული შინაგან საქმეთა სამინისტროზე. მაგალითად, შს მინისტრი ან მისი მოადგილე არის ამ სამსახურის ხელმძღვანელი და იმავდროულად არის სხვა სამსახურის ხელმძღვანელი, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას.
რას გვეუბნება ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსი და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახენ კანონი - გამომძიებელს და სხვა სპეცსამსახურებს უფლება აქვს სისხლის სამართლის გამოძიების დროს, გარკვეული მოსალოდნელი საფრთხის იდენტიფიკაციისა და სხვა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენონ ასეთი ღონისძიება და მკაცრად დაცული წესების შესაბამისად მიმართონ ზემდგომ უფროსს, გამოითხოვონ პროკურორის მეშვეობით მოსამართლის ბრძანება და ამის საფუძველზე, კონკრეტულ პიროვნებას შეუზღუდონ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ეს არის გაწერილი. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? შესაძლოა წარმოიშვას მაღალი ალბათობის რისკი, რომ ეს ორივე პროცესი წაძღოლილია ერთი და იგივე თანამდებობის პირის ან თანამდებობის პირთა ჯგუფების მიერ. ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ეს ბერკეტები, ვითომდა გამოძიების ეგიდით, არასაგამოძიებო მოტივებით იქნას გამოყენებული.
ნუ ვიტყვით, რომ საქართველო არის პიონერი ამ პრობლემის სიმწვავის კუთხით, ეს პრობლემა იყო და დღემდე დგას მათ შორის დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან კარგი მაგალითის მომსწრე გავხდი პირადად მე, როდესაც თურქეთის რესპუბლიკა იყო ინსტიტუციონალური რეფორმების ძალიან მაღალ ფაზაში და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, ამ ქვეყანაში, აღნიშნული პრობლემის წინაშე დადგნენ თურქი სამართლადამცავები და მოიფიქრეს ასეთი მექანიზმი, კერძოდ, აბსოლუტურად ცალკე იქნა გატანილი ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მსგავსი სტრუქტურა ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელობისაგან.
_ანუ ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სტრუქტურად იქნა ჩამოყალიბებული?
_ფაქტობრივად ასე მოხდა, მე არ ვგულისხმობ, რომ ჩვენთან კოპირებული უნდა იქნას ეს, აქ კანონმდებლობის თავისებურებები არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ადამიანური რესურსების თავისებურებანი, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ მაგრამ რა არის ჩვენი იდეა - აღნიშნული ტიპის სამსახური უნდა გავიდეს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური დაქვემდებარებიდან, მაგალითად შსს-ში აღარ უნდა არსებობდეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებს და ის უნდა იყოს აბსოლუტურად ცალკე, მისი საკადრო დაკომპლექტება, ფინანსური უზრუნველყოფა ცალკე მუხლების სახით უნდა იქნას გაწერილი კანონმდებლობაში.
_მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტრურა ხომ უნდა იყოს ალბათ ვიღაცის დაქვემდებარებაში?
_ბუნებრივია, ვიღაცას დაემოჩილება. ჩვენ ვთავაზობთ რომ ეს იყოს ორი უმაღლესი აღმასრულებელი პირის - ან პრემიერის ან პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ მოქცეული. ამ გზით, ერთის მხრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ სამსახურის დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ, ვზრდით სახელმწიფოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეს იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული ტიპის პირადი ინფორმაციის ასეთი დისკრეციული გამომჟღავნებისაგან დაცვის გარანტი უკვე იქნება არა კონკრეტული განყოფილების უფროსი, რომელსაც ასევე ბევრი ზემდგომი თანამდებობის პირი ჰყავს, არამედ უშუალოდ პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, ეს არის ორგანიზაციული მხარეს საკითიხისა.
ჩვენ ჯერ-ჯერობით ამის მიზანშეწონილობის საკითხს ვსვამთ და საკითხის იმპერატიულობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მაგალითად, თურქეთის რესპუბლიკაში არავინ არ იცის თუ სად მდებარეობს ეს სამსახური. ეს არის საიდუმლო სამსახური.
_ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ორგანიზაციული მხარე, რაც შეეხება სამსახურის ფუნქციონირების ტექნიკურ დეტალებს?
_რაც შეეხება მუშაობის პროცესს - გამომძიებელი ან პროკურორი, რომლებიც იძიებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და კანონიერი უფლება აქვთ ეჭვმიტანილის და დანაშაულში მხილებულის მიმართ გამოიყენონ აღნიშნული ღონისძიება, ისინი გამოიხოვენ სასამართლოს ბრძანებას და შემდგომ მათი ურთიერთობაც ამ ტექნიკურ სამსახურთან არის მკაცრად დაცული. კერძოდ, აწყობილია ელექტროკომუნიკაციის ანუ კომპიუტერული სისტემებით მეშვეობით ურითერთობაზე. გამოძიებამ არ იცის თუ ვის ეკონტაქტება პიროვნულად იმ სამსახურში. ამით მაქსიმალურად უნდა იქნას მინიმუმადე დაყვანილი რისკი იმისა, რომ გამოძიების მწარმოებელ რომელიმე ორგანოს აღეძრას სურვილი, ან მოახინოს რაიმე ტიპის ზეწოლა ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებზე, რაც საბოლოო ჯამში კავშირში იქნება ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტების მოპოვებასთან.
შესაბამისად, უნდა არსებობდეს უკუკავშირის სიტემაც, ანუ ჩვენ თუ ვაგზავნით აქედან მოთხვნას კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, იქიდანაც ანალოგიური გზით მოდის მუშაობის შედეგები, შემდგომ კანომდებლობაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ამგვარი ტიპის დამცავ დოკუმენტში შემოსული მასალა, რომელიც ასახავს ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგებს, უნდა იქნას მიჩნეული მტკიცებულებად.
მეორე მხარე, მე ვფიქრობ ძალიან პროგრესულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის საბოლოო ამოქმედება საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ 2011 წელს იქნა მიღებული პერსონალურ მონაცემთა დავის შესახებ კანონი, ეხლახანს მიიღო მთავრობამ დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა დებულება და ეს არის უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ აქაც არსებობს ერთი მაგრამ... კანონში პერსონალური დაცვის შესახებ პირდაპირ წერია, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამსახურების საქმინობაზე, რომლებიც ამას ახორიცელებენ... მე ვფიქრობ რომ უნდა გავრცელდეს, რადგან ერთია რომ ჩვენ დამოუკიდებელ ორგანოდ ვაქციოთ ეს სამსახური და გამოვყოთ სხვა ტიპის მონათესავე ორგანოებისაგან და მეორეა ის, რომ უნდა ამაღლდეს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალეობის ხარისხი.
_თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია და მასთან წვდომა არავის არ უნდა ჰქონდეს, მაშინ რას გულისხმობთ გამჭვირვალეობაში?
_იგივე თუკი პერსონალური დაცვის ინსპექტორს აქვს უფლება, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციში შეამოწმოს, როგორ არის იქ დაცული პირადი მონაცემების სისტემები, მოდით ვენდოთ და მივცეთ მას უფლება, რომ თუკი იქნება რაიმე ტიპის სიგნალი ან ინტერესი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, შევიდეს და შეამოწმოს ადგილზე როგორია მდგომარეობა მონაცემების დაცულობის თვალსაზრისით. ამის უფლება დღეს არ გააჩნია, პირდაპირ კანონში წერია, რომ პერსონალურ დაცვის ინსპექტორის უფლება არ ვრცელდება იმ ორგანოებზე, რომლებიც იცავენ სახელმწიფოს უსაფრხოებას, ებრძვიან დანაშაულს და შესაბამისად ატარებენ ამ ფარულ ღონისძიებებს.
არადა, პერსონალური დაცვის ინსპექტორი საკმაოდ მყარი გარანტიებით სარგებლობს, მას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და მის პასუხისმგელობის და ხელშეუხებლობის დონე არის საკმაოდ მაღალი.
მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ნდობის ჯგუფის მანდატიც. ჩვენ ერთის მხრივ ვზრდით აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს პერსონალური დაცვის ინსპექტორის ინსტიტუცის გაძლიერების მოთხოვნით, სასამართლო ხელისუფლების კონტროლი ისედაც გაზრდილია, იურიდიულად მოსამართლის ბრძანების გარეშე აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება და ოფიციალურად გამოყენება არ შეიძლება, ამ ყველაფერთან ერთად გავზარდოთ საპარლამენტო კონტროლიც.
_კანონის მიხედვითაც ხომ არ სებობს საპარლამენტო კონტროლი?
_კი, არსებობს საპარლამენტო კონტროლი და ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონითაც არის გაწერილი, მაგრამ ნდობის ჯგუფს აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, მაგრამ იგი უფრო აკონტროლებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის კანონიერებას. ჩვენს შეთავაზებაში ვდებთ ასეთ მექანიზმს: იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტული პირი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული მისი უფლებები და თავისუფლებები დაირღვა, ყველა მოქალაქეს, იურიდიულ პირს უფლება უნდა ჰქონდეს საჩივრით მიმართოს პირდაპირ საპარლამენტო ნდგობის ჯგუფს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, ამ საჩივრის განხილვის საფუძველზე პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაავალოს საკითხის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ ასევე ვავალდებულებთ ამ ტიპის დახურულ ორგანიზაციას, რომ სამ თვეში ერთხელ წარმოადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ, მათ შორის ფინანსური, საბიუჯეტო ხარჯვების შესახებ, რამდენი ტიპის ღოინსძიება გატარდა და ა,შ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იქნება საპარლამენტო ნდობის ჯგუფთან აღძღული საჩივარი, მოდი ჰქონდეს რიგგარეშე ანგარიშის წარმოდგენის უფლება საპარლამენტო ნდობის ჯგუფისა და პერსონალური დაცვის ინსპექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
ანუ ჩვენი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად გამოგვაქვს გარეთ ეს ინსტიტუტი საპოლიციო სისტემიდან და მისი პასუხისმგბელობის ბერკეტებს ვუგდებთ ხელში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. ერთის მხრივ რისკი შემცირდება მინიმუმამდე იმისა, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ვიღაცამ ხელები აფათუროს უკანონოდ და ჩაწეროს ის, თუ როგორ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახლში, მაშინ როცა ჩემი და თქვენი საქმიანობა არ უკავშირდება დანაშაულს და მეორეს მხირვ, გაიზრდება ამ უმაღლესი თანამდებობის პირთა პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხსიმგებლობის დონე. მესამე მხარე არის ის, რომ თუკი მოხდება რაიმე ტიპის ინფორმაციის გამჟღავნება აქ უკვე განტევების ვაცის ან ერთმანეთზე გადაბრალების საშუალებაც გამოირიცხება, იქნება მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მასთან დაცული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობაზე. ეს არის ჩვენი კონცეფციის მოკლე მიმოხილვა.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სახელმწიფო ღირსეულად გადალახავს ამ კრიზისს, რაც შეიქმნა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომში უკვე შეიძლება ამ რეფორმაზე ფიქრი, რომ ამ გვარი ტიპის კრიზისებისაგან ნებისმიერი ხელისუფლება და პირველ რიგში, ადამიანები ვიყოთ დაცული.
_აპირებთ, რომ ,,რეფორმატორთა კლუბის" სახელით მიმართოთ რეკომენდაციით იგივე პარლამენტს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის სახით იყოს განხილული?
_ჯერ-ჯერობით ჩვენ ეს ხედვა ჩამოვაყალიბეთ, დავინახეთ რა პრობლემაა, ჩვატარეთ ჩვენი კვლევა უცხო ქვეყნების გამოცდილებით და მივაგენით ამ მოდელს, რომელსაც ჰქვია მთლიანი სეპარაციის და გარეთ გატანის მოდელი. ეს იქნება ყველაზე მეტად ადექვატური დღეს ქვეყანაში შექმნილი რეალობისა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის შეხვედრისთვის, მათ შორის საექსპერტო დონის აზრთა გაზიარებისთვის, შესაძლოა უკეთესიც მოვისმინოთ და შევავსოთ ჩვენი იდეები, მათ შორის ეს ეხება პარლამენტს, რადგან ეს არის უპირველესად საკანონმდებლო დონეზე დასახვეწი და კანონის მიღების შემდეგ და მის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შიდა ხასიათის ცვლილებები.
ის, რაც ხდება უკანონო ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით, აღარ არის კონკრეტული ადამიანების პრობლემა, ამაზე საზოგადოება საუბრობს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც მოდის მესიჯები, რომ ჩვენ ძალიან მალე ამ პრობლემას უნდა მივხედოთ.
თუ ჩვენ გვინდა, რომ არ დავარღვიოთ მთავარი - ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ დავიცვათ სახელმწიფოს ინტერესი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება ამგვარი მეთოდებით ებრძოლოს დანაშაულს და დაიცვას მართლწესრიგი და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჩვენ ,,რეფორმატორთა კლუბი" ვფიქრობთ, რომ ამგვარი ტიპის რადიკალური მიდგომა იქნება ძალიან ადექვატური.
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






