როზა პარკსი - “ადამიანთა უფლებების პირველი ლედი”, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
ეს საინტერესოა - 11:45, 08 Mar, 2018     9413
როზა პარკსი ერთ-ერთია იმ ქალებთანაგან, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. როზა ამერიკაში ცნობილია როგორც “ადამიანთა უფლებების პირველი ლედი”.

1955 წლის 1 დეკემბერს პარკსი ავიდა ქალაქის ავტობუსში, სამსახურიდან შინ დასაბრუნებლად. მან გადაიხადა თავისი 10¢ და დაჯდა შავკანიანების განყოფილების პირველ რიგში. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უფრო მეტი თეთრკანიანი მგზავრი ავიდა ავტობუსში. ავტობუსის მძღოლმა უბრძანა პარკსს და სხვა სამ შავკანიანს დაეთმოთ ადგილი თეთრკანიანი მგზავრებისთვის. დანარჩენი სამი გადავიდნენ ავტობუსის უკანა ნაწილში, ხოლო პარკსი ფანჯარასთან გაცურდა. მან თქვა, რომ კანონის თანახმად სწორ სექციაში იჯდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ როდესაც თხოვეს ავტობუსის უკანა რიგში გადასვლა „ვიფიქრე ემეტ ტილზე და უბრალოდ ვერ შევძელი გადასვლა.“ (ტილი იყო 14 წლის შავკანიანი გოგონა, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს მისისიპის შტატში სამი თვით ადრე.)

ავტობუსის მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და გამოუძახა პოლიციას. პოლიციის ორმა ოფიცერმა დააკავა პარკსი და წაიყვანა საპატიმროში ალაბამას ავტობუსის კანონების დარღვევის საფუძველზე.

პარკსის დედა დაუკავშირდა ედგარ ნიქსონს, რათა გაენთავისუფლებინა შვილი ციხიდან. ნიქსონი იყო ადგილობრივი NAACP-ის პრეზიდენტი. ნიქსონმა იცოდა რა საფრთხის წინაშე იდგა პარკსი და დაუყოვნებლივ გადაიხადა მისი გირაო.

ადგილობრივი NAACP ეძებდა სიტუაციურ ფაქტს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ავტობუსებში სეგრეგაციის კანონების მიმართ. პარკსი იყო პატივცემული ქალბატონი. ის ძალიან კარგად საუბრობდა და მისი მდგომარეობა იქნებოდა კანონებისადმი პროტესტის გამოთქმის კარგი მიზეზი. გადაწყდა, რომ 5 დეკემბერს ჩატარდებოდა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი.

ავტობუსის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ხმა შავკანიან საზოგადოებაში სწრაფადვე გავრცელდა. შავკანიანმა მინისტრებმა მოუწოდეს თავიანთ ჯგუფებს მხარი დაეჭირათ ბოიკოტისთვის. 5 დეკემბერს, ორშაბათს როზა პარკსი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. ეს იყო პირველი დღე, როდესაც შავკანიანმა მძღოლებმა დატოვეს მონტგომერის ავტობუსები. მონტგომერის ქუჩები ივსებოდა შავკანიანი ხალხით. შავკანიანი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. იმავე დილას მონტგომერის ყველა ავტობუსს იცავდა ორი მოტოციკლიანი პოლიცია, რათა დაეცვათ მძღოლები შავკანიანთა ნებისმიერი ბანდისგან, მაგრამ იქ არანაირი შავკანიანთა ბანდა არ იყო. უბრალოდ შავკანიანთა საზოგადოება გაერთიანდა ბოიკოტისთვის. ავტობუსები მთელი დღე ცარიელი იყო. თეთრკანიანმა მძღოლებმაც შიშის გამო დატოვეს ავტობუსები.

საავტომობილო კანონების დარღვევის გარდა, პარკს ასევე უწესოდ მოქცვის გამო წაუყენეს ბრალი. მისი სასამართლო ძალიან სწრაფად ჩატარდა, ის მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა. სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა $14. ბოიკოტი კი გრძელდებოდა.

პარკსმა გაასაჩივრა თავისი განაჩენი. მისმა ადვოკატმა ფრედ პარკსმა და NAACP -ის სხვა წევრებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი სახელად ბროუდერი, გეილის წინააღმდეგ.[b][16] სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 1956 წლის 19 ივნისს მონტგომერში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის სასარგებლოდ.

1956 წლის 13 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქვედა სასამართლოს მოთხოვნები. ავტობუსის ბოიკოტი დასრულდა. ის გრძელდებოდა 381 დღე. მონტგომერის შავკანიანი მოქალაქეები უფლებამოსილნი იყვნენ ავტობუსში, სადაც სურდათ იქ დამსხდარიყვნენ. როზა პარკსი 1956 წლის 21 დეკემბრიდანმგზავრობდა ავტობუსით. ამჯერად ეს უკვე ინტეგრირებული ავტობუსი იყო. ირონიულად, მას ისევ ის ავტობუსის მძღოლი ჰყავდა, ვინც პარკსი გასულ წელს დააპატიმრა. ინტერვიუში პარკსმა განაცხადა: „მას არ ჰქონდა არანაირი რეაგირება (შესვენება) და არც მე“.

როზა პარკსი იყო შავკანიანთა საზოგადოების გმირი. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო არ იყო, მისმა ქმედებებმა გააჩაღა ცეცხლი, რამაც დიდი ცვლილებები მოიტანა.

მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის შემდეგ, პარკსმა ბევრი სირთულეები გამოიარა. მან დაკარგა სამუშაო მაღაზიაში. მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო.

1957 წელს პარკსმა და მისმა ქმარმა დატოვეს მონტგომერი და გადასახლდნენ ჰემპტონში, ვირჯინიაში, სამუშაოს პოვნის მიზნით. ჰემპტონში პარკსმა იპოვნა სამუშაო ჰემპტონის ინსტიტეტში დიასახლისად, ისტორიულად მას შავ კოლეჯს უწოდებენ.

მოგვიანებით პარკსი და მისი ქმარი გადავიდნენ დეტროიტში, მიჩიგანში. პარკსმა აქტიურად გააგრძელა აქტივისტად მუშაობა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯონ კონიერსისთვის. ამის შემდეგ, ის მუშაობდა აქტივისტად აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მან ასევე გახსნა ცენტრი დეტროიტში, რომლის მეშვეობით ის აძლევდა შავკანიან ახალგაზრდებს რჩევებს კარიერასა და სამუშაო ადგილების შესახებ.

„როდესაც ეს ცერემონიალი დასრულდება, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს უბრალო ადამიანების შესაძლებლობისა და ძალაუფლების შესახებ, რათა ადამიანის ღირსებისთვის ცეცხლში იდგეთ. “

პარკსი გარდაიცვალა 2005 წლის 24 ოქტომბერს, თავის სახლში, დეტროიტში. 30 ოქტომბერს მისი კუბო დადგეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში. ეს უდიდესი პატივია ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42