საგანგებო განცხადება გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბერ რადმა გაავრცელა.
მისი თქმით რუსი აგენტი, 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი ერთ-ერთი ნერვული აგენტით მოწამლეს. მას ნივთიერების სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის სამართალდამცავი უწყებებისთვის უკვე ცნობილია. მისივე თქმით, მძიმე იმ პოლიციელის მდგომარეობა, რომელმაც მამა-შვილი აღმოაჩინა. ინტოქსიკაციის ნიშნები სასწრაფო დახმარების იმ ექიმებსაც აღენიშნებოდათ, რომლებაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნერვული აგენტი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი, შლის ნერვულ და სუნთქვით ისტემას და სხეულის მუშაობის ფუნქციებს.
, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება , ძირითადაც პირის ღრუსა და ცხვირიდან აღწევს ორგანიზში, შესაძლებელია თვალიდან და ასევე კანიდანაც მოხვდეს.
ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სკრიპალი და მისი შვილი, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთერთ სავაჭრო ცენტრში გონებადაკარგეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის შემდგე, მათ სისხლში მომწამვლელინივთიერება აღმოაჩინეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან და გადარჩენისთვის იბრძვიან
პოლოვნიკი სკრიპალი , რომელიც ყოფილი რუსი ოფიცერია, 10 წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთში ცხოვრების დროს ის ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვას აწვდიდა.
ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის , 2006 წელს რუსეთმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიენიჭა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის“ დროს.
სკრიპალის მოწამვლას სერგეი ლიტვინენკოს თემას უკვე ადარებენ. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო, ლონდონში, 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს. ის თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






